ვაჭრობა, როგორც შრომის დაზოგვის მექანიზმი
დემოკრატიული პოლიტიკა ასულელებს ჭკვიან და განათლებულ ხალხს, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ისინი პოლიტიკურად მოქმედებენ. ეს ეხება ორივეს: როგორც ამომრჩეველს, ასევე პოლიტიკოსებს. ამას რამდენიმე რამ განაპირობებს: ცალკეული ხმის უმნიშვნელობა, პროცესიის და ინფორმაციის მიღების უაზრობა, სახელმწიფო აპარატის გაფანტული ფასი, და ამის შედეგად მიღებული ფარსი, რომელსაც ჰქვია საარჩევნო კამპანია. პოლიტიკის გარეთ ცხოვრება სხვანაირია. ჩვენ მოქმედებებს აქვს შესაძლებლობა შეცვალონ…
რატომ ეწინააღმდეგება გენდერული როლების იდეა ლიბერტარიანიზმს
ცოტა ხნის წინ, მე ვუყურე ფილმს “Elysium”, სხვა ჰოლივიდური ფილმების მსგავსად აქაც, მამაცმა და ძლიერმა კაცმა გადაარჩინა უძლური ქალი და ბავშვი. ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის, ეს გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ, როგორც ქალმა მე სულ სხვა რამ ვიგრძენი, მე გავაცნობიერე, რომ ამ ყველაფერში მე გარკვეულ ხიბლს ვხედავდი. მსგავს ტროპებს ქმნის კულტურული გავლენები, როდესაც მე ან სხვა ქალი აღელვებით…
ცხოველთა უფლებების დარღვევა წამებით: პასუხი უოლტერ ბლოკს
შესავალი დღევანდელ დღეს, უოლტერ ბლოკი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად პატივსაცემი ლიბერტარიანელი თეორეტიკოსი, ის არის ეკონომიკის პროფესორი Loyola-ს უნივერსიტეტში. ბლოკმა დაწერა ასობით სტატია და წიგნი ლიბერტარიანულ თეორიაზე, მისი ნაშრომების ზედაპირული მიმოხილვაც კი გვაჩვენებს უდიდეს სიღრმეს მის აზროვნებაში. ბლოკის ლოგიკური კონსისტენცია შთამბეჭდავია ხოლო მისი ხატმებრძოლური და ინტელექტუალური შეტევები ისეთ წონად საკითხებზე, როგორიცაა მილიტარიზმი და ნარკო პოლიტიკა,…
ანარქიზმი, როგორც რადიკალური ლიბერალიზმი
ნეითენ გუდმანი კლასიკური ლიბერალიზმი გაჩნდა, როგორც რადიკალური იდეოლოგია, ის შეეწინააღმდეგა იმ დროისათვის არსებულ სტატუს-კვოს, როგორიც იყო: მონარქია, მერკანტელიზმი, რელიგიური ტირანია და სხვა ფორმის რეჟიმებს. იმ დროის ლიბერალები ავრცელებდნენ ორ იდეალს, ბაზრის ეკონომიკას და დემოკრატიას, როგორც ძველი დესპოტური სისტემების ალტერნატივას.  ამის მიუხედავად ეს ორი ლიბერალური იდეალი, თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, რაც აიძულებდა ლიბერალებს შუალედის და კომპრომისის ძებნას…
ექსტრემალური კოსმოპოლიტიზმის დასაცავად 
შელდონ რიჩმანი კოსმოპოლიტიზმი განიცდის შეტევას პოლიტიკური სპექტრის ყველა ფლანგიდან, როგორც ა.შ.შ-ში ასევე სხვა ქვეყნებში. არც ისე დიდი ხნის უკან პრეზიდენტ ტრამპის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბენონმა, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს “ეკონომიკურ ნაციონალისტ”, Conservative Political Action Conference-ზე განაცხადა: “ჩვენ პირველ რიგში გვჯერა, რომ ჩვენ ვართ ერირომელსაც აქვს ეკონომიკა და არა ეკონომიკა გლობალურ ბაზარზე რომელსაც არ გააჩნია საზღვრები” რა თქმა უნდა ეს მცდარია, მაგრამ ბენონის ტომური ნაციონალიზმი ბევრის მთქმელია. კოსმოპოლიტიზმის უარყოფა არის ცუდი თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის  რადგან   ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. კავშირი თავისუფლებასა დაკოსმოპოლიტიზმს შორის სერიოზულია და არ არის რაღაც კონცეპტუალური კავშირი. რა თქმა უნდა, თავისუფლებაში შედის ინდივიდის უფლება  დაიკავოს მშვიდობიანი ურთიერთობა, ნებისმიერ ადამიანთან, ჯგუფთან თუ ადგილთან, რაც შედეგად იწვევს მშვიდობიანი ურთიერთ კავშირს და კეთილდღეობას. მაგრამ ეს კავშირი მნიშვნელოვანია: ახალ თაობებს, იმისმიუხედავად რას მათ ასწავლიდნენ მათი  უფროსები, ბუნებრივად უჩნდებათ ინტერესი სხვა ერების და კულტურების მიმართ. მატ ბუნებრივად უჩნდება ეჭვის შეტანის სურვილი იმნასწავლი ხელშეუხებელი ტრადიციების (მათ შორის სეკულარული ტრადიციების) მიმართ. ეს კი  გარდაუვლად გამოიწვევს კულტურულ და მატერიალურ გაცვლას და შემდგომსოციალური ურთიერთობების ევოლუციას. კულტურის “იდეალი” რომელიც დაცულია ცვლილებებისგან და კრიტიკისგან არის “ურჩხული”, განსაკუთრებით დღეს; ამავე დროს მახინჯი“კულტურული” ტრადიციების დაცვა ცვლილებისგან შეუძლებელია, თუნდაც ამის სურვილი არსებობდეს. იგივე ტოტალიტარული სახელმწიფოებში, დიდი სირთულეებს განიცდიან “მავნე” საგარეო გავლენების ჩახშობისას, რაც კარგად გამოჩნდა სსრკ-ს მაგალითზე. არ არის საჭირო, რომ არისტოფანისავით ვთქვათ “არ არსებობს ზევსი, მის ნაცვლად გრიგალი არის თურმე მეუფე”. მაგრამ დაუნახავი და მოულოდნელი ცვლილება გარდაუვალია, თუმცა  ექვემდებარება ასიმილაციას ნორმალურ პირობებში. განთავისუფლებულ საზოგადოებაში ცვლილებების უმეტესობა მცირედია – მსოფლიო არ იწყება თავიდან ყოველი ახალი დღით, რადგან არც ერთი ცენტრალიზირებულ ორგანოს/ხელისუფლებას არ აქვს ძალა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მომენტალურად შეცვლიან მთელ საზოგადოებას. მაგრამ, ცვლილებები, რომლებიც თავისუფლებით მოდიან დრამატულია და უმეტეს შემთხვევაში  კეთილთვისებიანია ხალხისთვის. ორიგინალური კოსმოპოლიტური ლიბერალიზმი, რასაც დღეს ლიბერტარიანიზმს ვუწოდებთ, განასახიერებს ამ ცხოვრების ფაქტს. ის ცვლილებას  ენთუზიაზმით აღიარებს. თავისუფლებადა კეთილდღეობა, რომელსაც ის ქმნის გვაძლევს საშუალებას შევეჭიდოთ გაურკვეველ მომავალს, რომელიც  ადამიანის მოქმედების შედეგია, მაგრამ არა ადამიანის განზრახვა, ისსპონტანურად იშლება ჩვენ წინ.  ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ლიბერალიზმი (ლიბერტარიანიზმი), როგორც იდეოლოგია, რომელიც დგას კონსერვატიზმის/ ტრადიციონალიზმის დარაციონალიზმის/იაკობინელიზმის შორის. როგორც ფ. ა. ჰაეკმა დაწერე “რატომ მე არ ვარ კონსერვატორი”: როგორც ბევრმა კონსერვატორმა მწერალმა აღნიშნა კონსერვატიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და დამახასიათებელინიშანია – ცვლილების შიში, სიახლის უნდობლობა, როდესაც ლიბერალური (ლიბერტარიანული) პოზიცია დაფუძნებული: სიმამაცეზე, მტკიცე  მზაობაზე თავისუფლებით მოსულმაცვლილებების მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ არ ვიცით როგორ იქნება საბოლოო შედეგი.” ჰაეკის გახსნილობა ცვლილებისკენ შეიძლება კონფლიქტში შევიდეს მის “კონსერვატიზმსთან” წიგნებში როგორიცაა “Constitution of Liberty” (1960) და “The Fatal Conceit” (1988)  (ფატალურიქედმაღლობა მდგომარეობს იმ რწმენაში რომ ჩვენი მორალი ქცევის პრინციპები არიან წარმოქმნილი აზროვნებისგან და არა სპონტანური სოციალური ევოლუციისაგან, რომელიც გაჩნდა, რადგან კაცობრიობა ეძებს უკეთეს ცხოვრებას). რეალურად არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, რადგან  “რატომ არ ვარ კონსერვატორი” არის  “Constitution of Liberty”-ის ბოლო სიტყვა.  როდესაც არ არსებობს ტრადიციას ალტერნატივა,  ადმიანი თვლის რომ ამ ტრადიციის ფასეულობა მის დღეგრძელობაში გამოიხატება.  (თუმცა ტრადიციის ხანგრძლივობა სულაც არნიშნავს რომ ის აუცილებლობად კარგია ან რაციონალური, ეგეთ კოსნერვატორული დაცვის მეთოდი სულაც არ არის ახალი,  ის  ჯერ კიდევ მოდის არისტოტელეს დროიდან. ამაზეშეგიძლიათ წაიკითხოთ: Reason and Value: Aristotle versus Rand..  გარკვეული ტრადიციის ხანგრძლივობა   რამდენად ნდობის ღირსიც არ უნდა იყოს არ ამართლებს ტრადიციების “გაყინვას”, რადგან ეს იქნებოდა მედიდურობის გამოხატვა ჩვენი ახლანდელი არასრულყოფილი ცოდნის მიმართ. ყველაფერს თავი რომ დაანებო, როდესაც დღევანდელი ტრადიციები სიახლე იყო: საიდან უნდა ვიცოდეთ რომ  არ არსებობს უფრო უკეთესი მეთოდებით ჩვენი მთავარი მიზნების მისაღწევად რაც არის საზოგადოებაში ადამიანის  აყვავება?  რატომ უნდა შევზღუდოთ თავიამ ცოდნის ძებნისგან ტრადიციის გამო? და რატომ ვთვლით, რომ ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია ცოდნისთვის მოინახება ჩვენ ეროვნულ საზღვრებს შიგნით? აქედანაც მოდის ლიბერალიკოსმოპოლიტიზმი, რაც ბერძნულად ნიშნავს მსოფლიო მოქალაქეს, რაც აგრეთვე გავრცელებული იყო სტოიკოს ფილოსოფოსების შორის, როგორიცაა რომის იმპერატორი კეისარი მარკუსავრელიუსი და ეპიქტეტუსი. (ეს ასევე გვახსენებს ადამ სმიტის დაკვირვებას რომ შრომის გაყოფა შეზღუდული მხოლოდ ბაზრის საზღვრებით) ბევრი მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა ტრადიციის რომანტიზაციას და კულტურის დაკონსერვებას  გვასწავლიან სულ სხვა გაკვეთილს. გავიხსენოთ მიუზიკლი “მევიოლინე სახურავზე”​  (Fiddler on the Roof), რომელიც შალომ-ალეიხემის “მერძევე ტევიეს”, მიხედვითაა დადგმული. ამ ამბის პროტაგონისტი ტევიე​ იწყებს  შოუს იმ ტრადიციის დალოცვით, რომელმაც შესძლო, მისი და მისი მეზობლების (და წინამორბედების),  ბალანსის შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში, როგორც ის ამბობს ჩვენი ტრადიციით ყველამ იცის ვინ ვინ არის და რა სურს ღმერთსმისგან (ამავე დროს ის კითხულობს თუ როგორ დაიწყო ტრადიცია და ასევე პასუხობს რომ არ იცის, მაგრამ ეს ტრადიცია არის). შაბათის დროს კი ტევიე  და მისი ცოლი ლოცულობენ, რომღმერთმა დაიცავს მათი ხუთი ქალიშვილი “უცხოელების” გზისგან. მაგრამ, მალევე ტრადიციული სტრუქტურა, რომელიც   ტევიეს რწმენით მისი გადარჩენის საშუალებაა, ინგრევა, და მას არ გააჩნია არანაირი ძალა შეაჩეროს ეს. როდესაც ის თანხმდებაგაათხოვოს თავისი უფროსი ქალიშვილი ცეიტლი, ბევრად ასაკოვან, მაგრამ შეძლებულ ადამიანზე, ვინც შერჩეული არის სოფლის მაჭანკლის მიერ. მაგრამ მისი ქალიშვილი მას სთხოვს ესარ გააკეთოს, რადგან მას უკვე ყავს შეყვარებული რომელთანაც მას სურს შეუღლება, ტევიეს პირველადი რეაქცია უარყოფითია თუმცა ის მალევე დაინახავს სიყვარულს თავისი შვილისთვალებში, ის მიხვდება, რომ მისი ქალიშვილის ბედნიერება უფრო მნშვნელოვანია ვიდრე ტრადიცია. ცეიტლის განქორწინება ტრადიციისგან მხოლოდ დასაწყისია, ტევიეს მეორე ქალიშვილს, ჰოდლს, შეუყვარდება პერჩიკი, ღარიბი სტუდენტი კიევიდან, რომელიც სოფელში მიჩნეულირადიკილად, რადგან მას ჯერა რომ გოგოებმა უნდა მიიღონ განათლება, ასევე მისი ცეკვის გამო ჰოდლთან, ცეიტლის ქორწილზე. შეტევა ტრადიციაზე მხოლოდ მძაფრდება, როდესაცჰოდლი და პერჩიკი გადაწყვეტენ დაქორწინებას: ისინი არც კითხულობენ ნებართვას ტევიესგან, მხოლოდ და­ლოც­ვას, რაც არი დიდ დარტყმა ტრადიციაზე, თუმცა ღმერთთან დიალოგისასტევიე ამბობს რომ  “ოდესღაც ჩვენი ტრადიციები სიახლე იყვნენ” რაც არის გამანადგურებელი აზრის იმ ადამიანისთვის რომელსაც უნდა შვილების “უცხოელებისგან”  დაცვა. ტევიე თანხმდებადა აძლევს ნებართვას და დალოცვას მათ, როგორც ტევიე უხსნის თავის ცოლს: “ეს არის ახალი სამყარო, სადაც ხალხი ქორწინდება სიყვარულის გამო.” ამის შემდეგ ის კითხულობს თავისცოლს, რომელიც მან პირველად გაიცნო ქორწინების დღეს, “გოლდე გიყვარვარ?”. აშკარად  ტევიე უფრო დადებითად არის გაწყობილი ახალი სამყაროს მიმართ. თუმცა მერძევე ტევიე  საბოლოოდ ხაზს უსვამს თავისი მესამე შვილის შემთხვევაში: ჩავა, რომელიც ცოლად გაჰყვება ახალგაზრდა რუსს. როდესაც ის ოჯახთან ერთად ტოვებს ანატევკას, ტევიე დალოცავს თავის მესამე შვილს და მის ქმარს, ტევიე ოჯახთან ერთად გადადის ნიუ-იორკში (როგორც ნაწარმოების ავტორი) და არა ტრადიციულ პალესტინაში. ეს ნაწარმოებიგვაჩვენებს რომ არც იზოლორებულ, ჰომონოგემურ  და ტრადიციულ საზოგადოებას შეუძლია გარესამყაროს ცვლილებისგან “თავდაცვა”. რა უნდოდა ამით ეთქვა შოლომ-ალეიხემს?  როგორ შეიძლება ადიდო ტრადიციონალიზმი და ამავე დროს აჩვენო მისი  გარადაუვალი დაშლა თავისუფლი ახლაგზრდების მიერ, რომლებსაც, მხოლოდ ბედნიერება სურთ? ამაში არისგაკვეთილი ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებით იმ ადმინებისთვის ვისაც უნდა “გახადონ ამერიკა ისევ დიდებული”. გრიგალი მეფობს, იმის მიუხედავად ვის რა ოცნებები აქვს ან მცდელობები, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცვლილება კარგია, მაგრამ ყველა ცვლილების აღმოფხვრა, მხოლოდიმიტომ რომ  აღმოფხვრა ცუდი ცვლილება უბრალოდ ამაო და გამოუსადეგარია. ასევე, ცვლილება, რომელიც ერთისთვის ცუდია შეიძლება სხვა ადამიანისთვის დადებითიც კი იყოს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სრული უფლება დაიცვან საკუთარი თავი ცვლილებისგან, რომელიც მათ არ მოსწონთ, მაგრამ სურათში არ უნდა  მოხდეს ადამიანის იძულება. თავდაპირველი ლიბერალიზმის ისტორია სავსეა იდეებით რომელიც გულისხმობს გახსნილობას ცვლილების მიმართ, რაც არის კოსმოპოლიტიზმის შინაარსი, არის სასიცოცხლოდმნიშვნელოვანი კეთილდღეობისთვის. იდეების თავისუფალი და კონკურენტული გარემო ასევე, როგორც პროდუქტების და სერვისების, თავისუფალი ბაზარი იყო უმთავრესიღირებულება  თავდაპირველი  ლიბერალებისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ ეს გახსნილობა იყო აუცილებელი, რათა დაეშალათ უცოდინარობა, არა მხოლოდ იმაში თუ როგორც ჩვენვფიქრობთ, არამედ იმაშიც თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ.  ამით მათ აჩვენეს თავმდაბლობა – იმის გააზრება, რომ ჩვენ ცოდნას გააჩნია საზღვარი და ზუსტად ამიტომ საჭიროა იდეებისთავისუფალი ბაზარი. ლეგენდარული ჯონ სტიუარტ მილი ზუსტად ამით არის ცნობილი, მოვიყვანოთ მისი ციტატას: “როგორც განსხვავებული შეხედულებების არსებობაა სასარგებლო იქამდე, ვიდრეადამიანების მოდგმა არასრულყოფილია, ისევე სასარგებლოა ცხოვ- რების განსხვავებული ექსპერიმენტების არსებობა; ისევე საჭიროა, რომ თავისუფალი სარბიელი მიეცეს ხასიათისსხვებისთვის არასაზი- ანო ტიპებს; და რომ ცხოვრების სხვადასხვა ფორმების ღირებულე- ბა პრაქტიკულად დამტკიცდეს, როცა ვინმე მათ მოსინჯვას მოინდო- მებს. მოკლედ, სასურველია, რომ საქმეებში, რომლებიც უმთავრესად სხვებს არ ეხება, ინდივიდუალურობამ თავისი სიტყვა თქვას. სადაც ქცევის წარმმართველია არა ადამიანის საკუთარი ხასიათი, არამედ სხვაადამიანების ტრადიციები და ჩვეულებები, იქ არასაკმარისად არის ადამიანის ბედნიერების ერთ-ერთი პრინციპული შემადგენე- ლი ნაწილი, რომელიც ინდივიდუალური და სოციალურიპროგრე- სის თითქმის მთავარი ინგრედიენტიცაა.”
რატომ არის თავისუფალი გადაადგილება უფლება
თავისუფლებას არ აინტერესებს ნაციონალური ინტერესები, თავისუფლებას აინტერესებს თითოეული ინდივიდის პირადითავისუფლება, იცხოვროს თავისი ცხოვრება ისე, როგორც მას სურს თუის არ ვნებს სხვა ინდივიდის თავისუფლებას, ამაში ასევე შედისგადაადგილების თავისუფლება, ინდივიდს შეუძლია იმოგზაუროს იქ, სადაც მისთვის კარი ღიაა და ის არის დაპატიჟებული.   ყველას აქვს გადაადგილების უფლება თავისუფალი გადაადგილების იდეა აშკარაა: ის ვრცელდება ყველაზე, არა მხოლოდ ამერიკელებზე, “მოქალაქეებზე”,…
ბევრი მონოპოლია
ჩარლზ ვ. ჯონსონი ჩვენ, ლიბერტარიანელები ვიცავთ ეკონომიკურ თავისუფლებას და არა დიდ მსხვილ ბიზნესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას და არა კორპორატიულ ეკონომიკას. და როგორი იქნებოდა ეს განთავისუფლებული ბაზარი? არაფერი ახლოს იმასთან რაც ჩვენ გვაქვს – რაც არის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბაზარი. მაგრამ ჩვენ ხშირად გვესმის, რომ უმუშევრობა, ფინანსური კრიზისები, ეკოლოგიური კატასტროფები და სტრუქტურული სიღარიბე…
Free Markets & Capitalism?
Markets Not Capitalism
Organization Theory
Conscience of an Anarchist