ვაჭრობა, როგორც შრომის დაზოგვის მექანიზმი

დემოკრატიული პოლიტიკა ასულელებს ჭკვიან და განათლებულ ხალხს, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ისინი პოლიტიკურად მოქმედებენ. ეს ეხება ორივეს: როგორც ამომრჩეველს, ასევე პოლიტიკოსებს. ამას რამდენიმე რამ განაპირობებს: ცალკეული ხმის უმნიშვნელობა, პროცესიის და ინფორმაციის მიღების უაზრობა, სახელმწიფო აპარატის გაფანტული ფასი, და ამის შედეგად მიღებული ფარსი, რომელსაც ჰქვია საარჩევნო კამპანია.

პოლიტიკის გარეთ ცხოვრება სხვანაირია. ჩვენ მოქმედებებს აქვს შესაძლებლობა შეცვალონ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ცხოვრება, ჩვენი მოქმედებების საზღაურს უმეტესად ჩვენვე ვიხდით, შესაბამისად ჩვენ უნდა გვიღირდეს ინფორმაციის მოძიება, რათა უკეთესი არჩევანი გავაკეთოთ. შედეგად იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენთვის სერვისების და პროდუქტების გაყიდვას, გააჩნიათ სტიმული იყონ მოპასუხე და პასუხისმგებელნი, ეს სტიმული არ არსებობს, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ კანდიდატებს. ზუსტად ეს არის მიზეზი, თუ რატომ იღებენ უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ადამიანები პირად ცხოვრებაში, ვიდრე არჩევნებში.

იმისათვის, რომ განსხვავება დავინახოთ, გავაანალიზოთ შრომის შემსუბუქების მხარეები. ჩვენ მას დადებითად აღვიქვამთ. ჩვენ ვყიდულობთ ელექტრონულ კბილის ჯაგრისებს, ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხ მანქანებს, თვით გამწმენდ ღუმელებს და ა.შ., ჩვენ ვყიდულობთ ამ მოწყობილობებს ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს შრომის შემსუბუქება. რატომ? იმიტომ რომ შრომა მოითხოვს ძალისხმევას. ჩვენ არ შევასრულებდით იმ საქმეებს, რასაც დღეს ვასრულებთ, თუ ჩვენ ამის გარეშე შევძლებდით შემოსავლის და სარგებლის მიღებას. (რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგჯერ გვიხდიან ფულს იმ სამუშაოში, რომელსაც ჩვენ ყველა შემთხვევაში შევასრულებდით, მაგრამ ეს უკვე აღარაა სამუშაო ტრადიციული გაგებით). ტექნოლოგიის გამოყენებით შრომის შემსუბუქება არა მხოლოდ ძალისხმევისგან გვათავისუფლებს, არამედ გვაძლევს თავისუფლებას დავხარჯოთ ეს დრო და დაზოგილი რესურსები იმაზე, რაზეც წინააღმდეგ შემთხვევაში დრო არ გვექნებოდა, თუნდაც ეს იყოს დასვენება. შრომის შემსუბუქება გვაძლევს საშუალებას უფრო მეტი დრო გვქონდეს ნაკლები ძალისხმევის ფასად. დრო და ენერგია შეზღუდულია, მაგრამ ჩვენი მიზნები და სურვილები შეუზღუდავია. ზუსტად ამიტომ პიროვნულ დონეზე, ყველას ესმის შრომის შემსუბუქების სიკეთე.

ფრედერიკ ბასტიამ კარგად დაიჭირა ეს რობინზონ კრუზოს მაგალითზე. ნაწარმოებში, კრუზოს აქვს მომზადებული ფიცრის შექმნის ორ-კვირიანი პროექტი. რაც საჭიროებს უდიდეს ძალისხმევას, რაშიც შედის: ხის მოჭრა და მისი დამუშავება, ხელსაწყოების გალესვა, და საკვებით მომარაგება. როდესაც ის ემზადება სამუშაოს დასაწყებად, პარასკევა მას აღფრთოვანებით უამბობს, რომ ზღვა სანაპიროზე ფიცრის მსგავსი ხე  გამორიყა. “საშინელი ამბავია” ამბობს კრუზო, პარასკევამ ვერ გაიგო. კრუზომ აუხსნა, რომ ამ ხის ნაწილის მოპოვება, უშრომელად, ანუ საზღაურის გაუწევლად, მას ერთი კვირის ენერგიად და დროდ დაუჯდებოდა:

“ახლა შრომა სიმდიდრეა, აშკარაა, რომ იმ ხის სანაპიროდან აღება ჩემ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი პირადი შრომის დაცვა, და რომ დაფიქრდე, მე შემიძლია დამატებით საქმე გამოვნახო, თუ მაგ ხეს უკან ზღვაში  გადავაგდებ.”

გენიალობა ამ მაგალითში იმაში მდგომარეობას, რომ მკითხველი ნათლად ხედავს კრუზოს სისულელეს, სამწუხაროდ ასევე ნათელია, რომ მხოლოდ მცირედი გაავლებს პარალელს პროტექციონისტულ პოლიტიკასთან და დაინახავს ანალოგიურ სისულელეს, როდესაც საქმე ეხება „ეროვნულ ეკონომიკას“, რაც მეტი არაფერია თუ არა ხალხის დიდი რაოდენობა, რომელიც პირობითად დაჯგუფებულია „ერად“ და ვაჭრობს სხვა ადამიანებთან, რომელებიც ასევე პირობითად არიან დაჯგუფებულნი, თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ ვაჭრობის ნებართვას აძლევთ.

როდესაც ბასტიას თანამოსაუბრეები უწოდებენ კრუზოს ლოგიკა აბსურდულს, ბასტია პასუხობს: კი ის აბსურდულია, მაგრამ ამავე დროს ზუსტად იგივე ლოგიკის ეფუძნება ყველა ქვეყანა, რომელიც პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებს და შედეგად არ უშვებს იმპორტულ პროდუქციას თავის ბაზარზე. როგორც კრუზოს შემთხვევაში პროტექციონისტული ქვეყანა აგდებს ხეს უკან ზღვაში, და შედეგად მხოლოდ დამატებით სამუშაოს იმატებს. თუ ჩვენ შევხედავთ, პროტექციონისტულ ქვეყანას, როგორც კოლექტიური არსებას, ჩვენ ერთ განსხვავებასაც ვერ ვიპოვით მისი და რობინზონ კრუზოს აბსურდული მოქმედების შორის.

ყველა ხედავს, რომ „იმპორტული ხე“ აძლევს კრუზოს საშუალებას დახარჯოს დრო სხვა საქმეში ან უბრალოდ დაისვენოს, თუმცა ხალხი ვერ ხედავს, რომ იმპორტული პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ პროდუქტთან შედარებით უფრო იაფია,  ასევე ათავისუფლებს დროსა და რესურსებს, რაც საშუალებას იძლევა დანაზოგი გამოვიყენოთ იმისთვის, რასაც უწინ ვერ ვაკეთებდით. ამ არგუმენტის მოყვანის შემდეგ პროტექციონისტები კითხულობენ, რას გააკეთებს ეს ახლად განთავისუფლებული „შრომა“.

რაზეც ბასტია პასუხობს: როდესაც ადამიანს გააჩნია სურვილები და დრო, მას ყოველთვის ექნება რაღაც საქმე, და მე არ ვარ ვალდებული განვმარტო კონკრეტულად, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი. ან: თუ არსებული სამომხმარებლო პროდუქტების დიდი ნაწილი იქნებოდა გამომუშავებული 1/10 ნაკლები შრომით, ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებდა კონკრეტულად, რას მოახმარდა ხალხი ამ განთავისუფლებულ შრომას: ერთ ადამიანს შეიძლება მოუნდეს უკეთესი ტანსაცმელი, მეორეს უკეთესი კვება, მესამეს უკეთესი განათლება, სხვას კი მეტი გართობა.

(თავისუფალი) ვაჭრობა არის შრომის დაზოგვის პირდაპირი საშუალება. ყოველ ჩვენგანს აქვს საქონლის და პროდუქტის მოპოვების ორი გზა: თვითგამომუშავებით ან ვაჭრობის მეშვეობით. პროდუქტების უმეტესობისთვის, ვაჭრობა იქნება ყველაზე იაფიანი მეთოდი. დროის სიმცირის გამო შეუძლებელია, რომ ჩვენ ვაწარმოოთ ყველაფერი რაც გვსურს. ზუსტად ამიტომ ვაჭრობა ყოველ ჩვენთაგანს აძლევს სარგებელს. როდესაც სახელმწიფო ერევა და ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობას, ჩვენ ვღარიბდებით.

ბასტიას აზრით, ხალხი ხედავს ხიბლს პროტექციონიზმში, რადგან როდესაც თავისუფალი ვაჭრობის მეშვეობით ისინი იღებენ იდენტურ შედეგს ნაკლები შრომის შედეგად, ამ შრომის რადიკალური და სწრაფი შემცირება ადამიანებს აშინებთ. მაგრამ თუ პერსონალურ დონეზე ეს ადამიანებისთვის მისაღებია, სულ სხვა სიტუაციაა კოლექტიურად, იმიტომ, რომ მათთვის საზოგადობის კარგად ყოფნის პრინციპი განსხვავდება ინდივიდის კარგად ყოფნის პრინციპისგან. სანამ ხალხს ამის სჯერა პოლიტიკოსები ამით ისარგებლებენ.

დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა შეიძლება იცოდნენ ან არ იცოდნენ, რომ ვაჭრობა, რომელიც არაა შეზღუდული სახელმწიფოს მიერ, ამდიდრებს ხალხს. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო (რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული უკეთესი მიზნებისთვის) იმაზე ფიქრით, ისინი დემაგოგები არიან თუ უბრალოდ უვიცები, ჩვენ უნდა დავხარჯოთ ჩვენი შეზღუდული დრო და ენერგია, რათა ვაჩვენოთ ხალხს, რომ შრომის დაზოგვა ვაჭრობის გზით, მომგებიანია არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც.

Anarchy and Democracy
Fighting Fascism
Markets Not Capitalism
The Anatomy of Escape
Organization Theory