ანარქიზმი, როგორც რადიკალური ლიბერალიზმი

ნეითენ გუდმანი

კლასიკური ლიბერალიზმი გაჩნდა, როგორც რადიკალური იდეოლოგია, ის შეეწინააღმდეგა იმ დროისათვის არსებულ სტატუს-კვოს, როგორიც იყო: მონარქია, მერკანტელიზმი, რელიგიური ტირანია და სხვა ფორმის რეჟიმებს. იმ დროის ლიბერალები ავრცელებდნენ ორ იდეალს, ბაზრის ეკონომიკას და დემოკრატიას, როგორც ძველი დესპოტური სისტემების ალტერნატივას. 

ამის მიუხედავად ეს ორი ლიბერალური იდეალი, თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, რაც აიძულებდა ლიბერალებს შუალედის და კომპრომისის ძებნას დემოკრატიასა და საბაზრო სისტემის შორის. მემარცხენე ლიბერალები მხარს უჭერდნენ დემოკრატიისთვის, უფრო ფართო როლის მინიჭებას და ბაზრების როლის შემცირებას, ამავე დროს მემარჯვენე ლიბერალები პირიქით ითხოვდნენ თავისუფალი ბაზრების როლის გაზრდის და დემოკრატიის როლის შემცირებას. ბევრს ესმოდა, რომ ეს ორი იდეა, რაღაც გაგებით ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

ამ გარემოებამ მისცა (ორივე ფლანგის) რადიკალებს იმის საშუალება რომ ისინი გამხდარიყვნენ ერთი ლიბერალური იდეის რადიკალური მომხრეები, რაც ნიშნავდა მეორე იდეის განადგურებას. მაგალითისთვის, სოციალისტები ითხოვდნენ საბაზრო სისტემის გაუქმებას და ჩანაცვლებას რადიკალური დემოკრატიული კონტროლით, მათ ასევე შეურთდა ბევრი ანარქისტი, ანარქო – კომუნისტები გაერთიანდნენ ამ იდეის გარშემო, რაც იყო რადიკალური დემოკრატია და საბაზრო სისტემის სრული მოსპობა. მოწინააღმდეგე მხარეს კი ანარქო – კაპიტალისტები თავისუფალი ბაზრის რადიკალიზაციას და დემოკრატიის გაუქმებას ითხოვდნენ.

მითხარი, როგორ გამოიყურება დემოკრატია. 

ეკონომისტი დონ ლავოი, თავის ესსეში “დემოკრატია, ბაზრები და კანონის წესრიგი” გვთავაზობს დემოკრატიის და ბაზრების სხვანაირ განმარტებას, სადაც ისინი ერთმანეთის წინაღმდეგ კი არ არიან, არამედ ეს ორი იდეა ერთმანეთს ეთავსება

დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრების შორის დაძაბულობა არსებობს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ დემოკრატიაზე, როგორც საარჩევნო სისტემაზე, რითიც უმეტესობა იმას განაპირობებს თუ რამდენად მოძალადე იქნება სახელწიფო სისტემა ან კი პირდაპირი გზით წყვეტს თუ როგორი იქნება საზოგადოებაში სოც-ეკნომიკური შედეგები (დოვლათის და რესურსების განაწილება). როდესაც აქტივობები ხორციელდება ბაზრების მეშვეობით ისინი, გარკვეული დოზით, იმუნიზირებულნი არიან სახელმწიფოს კონტროლისაგან, ამ აქტივობების საბოლოო შედეგები არ წყდება იმ საზოგადოების წევრების ხმებით. ლავოი ჩვენ გვთავაზობს ალტერნატიულ განმარტებას, სადაც დემოკრატია ხასიათდება გახსნილობით, ამასთან ერთად, ლავოის დემოკრატია არაა ცენტრალიზირებული პროცესი “ჩვენი პოლიტიკა უნდა გასცდეს იმ იდეას რომ დემოკრატია აუცილებლად არის, ხალხის საერთო ნება, ჩვენ უნდა გავიაზროთ დემოკრატია, როგორც პროცესი, რომელიც ნაწილდება მთლიან პოლიტიკურ კულტურაში.”

მისი თქმით დემოკრატიის ეს განმარტება უფრო კარგად აღწერს  ე.წ “გლატნოსტის” პრინციპებს, რომელმაც მოახერხა საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაცია. მაგ პერიოდის, დემოკრატიის მომხრე აქტივისტები არ იბრძოდნენ, მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობისათვის არამედ ასევე გახსნილობისათვის. ლავოი წერს:

“მე ვფიქრობ, რომ დემოკრატიად ჩვენ უნდა ჩავთვალოთ,  გამორჩული ტიპის გახსნილობა, რომელიც იყო განადგურებული საბჭოთა კავშირში და მხოლოდ “გლასტნოსტის” პირობებში დაბრუნდება. ეს რუსული სიტყვა ითარგმნება, როგორც გახსნილობა და არა როგორც დემოკრატია, ზოგმა დასავლელმა დემოკრატიის დამცველმა უკმაყოფილება გამოთქვა, როდესაც ეს პროცესი ითარგმნებოდა და მოიხსენიებოდა, როგორც “დემოკრატიული”, რადგან ეს ხალხი თვლიდა, რომ გახსნილობა არ არის იგივე რაც დემოკრატია, და ამიტომ გლასტნოსტის მოძრაობას არ უნდა ერქვას დემოკრატიული მოძრაობა, ჩემი აზრით, კი პირიქით, გახსნილობის მოძრაობა, ბევრად უკეთესად იჭერდა, დემოკრატის ძირითად არსს და სულისკვეთებას ვიდრე დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტები.”

მისი შემდეგი ნააზრევი გვახსენებს საუკეთესო ელემენტებს ჰაიეკისგან და ოსტრომისგან. ლავოი ამბობს, რომ დემოკრატიული პროცესი, ისევე როგორც ბაზარი, ამჟღავნებს განაწილებულ აზრს, რომელიც შეუძლებელია წარადგინო ერთი ორგანიზაციით, რომელიც თითქოს მოქმედებს საზოგადოების ინტერესებისთვის.  დემოკრატიის გამორჩეული მახასიათებლები არაა “წარმომადგენლობითი ორგანიზაცია/პარტია, რომელიც გამოხატავს საერთო ნებას და შემდგომ ლეგიტიმაციას იღებს არჩევნებით”. არამედ დემოკრატია არის “დისკურსიული პროცესი, რომელიც შედგება ხალხის მრავალფეროვანი ნებისგან”

ლავოის წარმოდგენაში დემოკრატია არაა ის, რასაც გამოხატავს სახელმწიფო, რომელსაც აქვს სრული მონოპოლია ძალადობაზე ან როდესაც ხალხი არჩვენების გზით წყვეტს რა უნდა გააკეთოს ძალადობაზე მონოპოლისტმა სახელმწიფომ. მისი წარმოდგენით ნამდვილი დემოკრატია არის ღია დისკუსია, დებატები, იდეების კონკურენცია და ხალხს შორის ურთიერთქმედება. გავიხსენოთ ოსტრომის კონცეპტი რომელიც ამბობს, რომ სწორად გაგებული დემოკრატია პოლიცენტრულია და არა მონოცენტრული.

საპროტესტო აქციებზე მემარცხენე აქტივისტები ხშირად სკანდირებენ: “მითხარი როგორ გამოიყურება დემოკრატია!” რაზე მათი ამხანაგები შეძახილით პასუხობენ “დემოკრატია ასე გამოიყურება!” რაღაც გაგებით ისინი მართლები არიან, რადგან საპროტესტო აქციებზე ადამიანები ღიად აფიქსირებენ თავის აზრებს და წარმოდგენებს. ამ აქციებით ჩვენ ვხდებით, რომ საზოგადოებაში არის იდეების კონკურენცია, საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე და ძალაზე ისიც მოქმედებს, რომ იგივე ფორმალურად დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი ქვეყნის მთავრობა ცდილობს მათ დარბევას და ჩაშლას, აქციების ორგანიზატორების რეპრესიას, მათ შორის იმ ჟურნალისტების ჩაგვრას, ვინც ამ აქციების აშუქებს.

თუ დემოკრატია ხასიათდება გახსნილობით მაშინ საარჩევნო ყუთი არაა დემოკრატიის სრულყოფილების ნიმუში. პირიქით –  დემოკრატია ხასიათდება იმ ადამიანებით რომლებიც საზოგადოების ქვემოდან (და არა ზემოდან) ცვლიან და ხელს უწყობენ რათა საზოგადოება ღია იყოს. ადამიანები, რომლებიც ვიდეოზე იწერენ პოლიციას და ამხელენ მათ დანაშაულს, ჟურნალისტები რომელებიც ატარებენ გამოძიებას ძალაუფლების მქონე და გავლენიან ფიგურებზე, ჟურნალისტები რომელებიც ხელს უწყობენ იდეოლოგიურ დებატებს და იცავენ პრესის თავისუფლებას, ზუსტად ეს ადამიანები არიან ნამდვილი დემოკრატია. გითხრათ როგორ გამოიყურება დემოკრატია? ის გამოიყურება როგორც მამხილებელი ედვარდ სნოუდენი, ჩელსია მენინგი, ჯონ კირიაკუ და დენიელ ელსბერგი –  ადამიანები, რომლებიც ამჟღავნებენ სახელმწიფოს დანაშაულებს.

პოლიტიკური კულტურა და ანარქიზმი.

ლავოის წარმოდგენამ დემოკრატიაზე, რაც არის გახსნილობა, ახალი პერსპექტივიდან დაგვანახა ისეთი ანარქო-კაპიტალისტი თეორეტიკოსების ნაშრომები,  როგორებიცაა მიურეი ნ. როთბარდი, დევიდ ფრიდმანი და ბრიუს ბენსონი. მართლია ეს მოაზროვნეები სწორი არიან იმ აზრში, რომ ბაზრებს და სხვა არა სახელმწიფო ინსტიტუციებს შეუძლია კანონის უზრუნველყოფა, მაგრამ ჩნდება საკითხი თუ როგორი ტიპის კანონი იქნება უზრუნველყოფილი, რაც დამოკიდებულია არსებულ პოლიტიკურ კულტურაზე. პოლიტიკური კულტურის საკითხი ხშირად არის იგნორირებული ლიბერტარიანელების მიერ, როგორც ლავოი წერს:

“ლიბერალები ვერ წყვეტენ, იქნება თუ არა თავისუფალი ბაზრის პირობებში ლეგალური სისტემა, რადგან ეს პირდაპირ დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება პოლიტიკურ კულტურაში. ამასთან მოდის ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები რომლებიც უმეტესად იგნორირებულია ინდივიდუალისტი ლიბერალების მიერ (იქნება ეს მათი შეზღუდული სახელმწიფოს მომხრე თუ ანარქისტი ვარიანტი) რადიკალი ლიბერალები (ლიბერტარიანელები) იმდენად იყვნენ დაკავებულნი ინდივიდუალური უფლებების უნივერსალური სისტემის შექმნით, რომ მათ სულ დაავიწყდათ პოლიტიკური კულტურის და პირობების საკითხი, რადგან ზუსტად ეს განაპირობებს თუ როგორი ტიპის ლეგალურ სერვისს მოითხოვს ინდივიდი.

  

როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ “ყველაფერი ბაზარმა უნდა გადაწყვიტოს” ეს არ ნიშნავს რომ ლიბერალიზმი ავტომატურად თავისუფლდება მთელი რიგი პოლიტიკური საკითხებისგან. სახელმწიფოს შეზღუდვა და გაუქმება აუცილებლად არ ნიშნავს რომ ასევე ქრება დემოკრატიული პროცესების საჭიროება არასახელმწიფო ინსტიტუციებში.”

ლავოი შესანიშნავ დასკვნას აკეთებს, რაც ასევე შინაარსობრივად ეხმაურება, ჩარლზ ჯონსონის იდეას რომ ჩვენ გვჭირდება ე.წ. “სქელი” ლიბერტარიანიზმი.  ჯონსონის თქმით ლიბერტარიანიზმის “თხელი” პრინციპები გვეუბნება მნიშვნელოვან რამეს, პირველ რიგში იმას რომ აგრესია არასწორია, და ძალის გამოყენება, მხოლოდ მაშინაა გამართლებული თუ ჩვენ მას საკუთარი თავის და ქონების თავდაცვისთვის ვიყენებთ, თუმცა ამას ასევე ახლავს “სქელი” ვალდებულებები, რათა ჩვენ მოვახერხოთ ე.წ. “აგრესიის საწინააღმდეგო” პრინციპის დამყარება რეალურ სამყაროში. ლავოის  ნაშრომი გვაჩვენებს, რომ ამ “სქელ” ვალდებულებებს დიდი ალბათობით, პირდაპირი კავშირი აქვს გახსნილობასთან და პოლიტიკური კულტურის საკითხთან.

ანარქიზმი, რომელსაც მე ვქადაგებ გულისხმობს სახელმწიფოს გაუქმებას, თუმცა ეს არაა ერთადერთი, რასაც ის გულისხმობს, ჩემი ანარქიზმი ლიბერალიზმის რადიკალიზაცია, მისი ორივე იდეის რადიკალიზაციაა, რაც არის თავისუფალ ბაზრები და დემოკრატია, ბაზრები აძლევენ ადამიანებს თავისუფალი ასოცირების საშუალებას, გვაძლევენ სტიმულს, რათა ჩვენი თვით ინტერესები შევათანხმოთ სხვა ადამიანების ინტერესებს და საერთო სარგებელი ვიპოვოთ, ბაზრები ხელს უწყობენ ადამიანების შორის კოოპერაციას, მათ შორის მრავალფეროვან ინდივიდებს შორის, რათა ამ ინდივიდებმა მოახერხონ გაფანტული ცოდნის ეფექტური გამოყენება. დემოკრატია, ან  საზოგადოება, რომელიც ხასიათდება გახსნილობით უბიძგებს ინდივიდს დებატებისკენ, ცოდნის გაცვლისკენ, ერთმანეთის დარწმუნებისაკენ და შესწავლისაკენ. როგორც, ლავოი გვაჩვენებს დემოკრატია და თავისუფალი ბაზრები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, პირიქით მათ შეუძლიათ იყვნენ ერთი მონეტის ორი მხარე,  საზოგადოების ორი მექანიზმი, რომელიც ჩართავს ინდივიდებს დეცენტრალიზაციის პროცესებში და დაუტოვებს შეცდომების გამოსწორების საშუალებას. ანარქიზმი რადიკალური დემოკრატიაა, არა პირდაპირი დემოკრატიის გაგებით, არა მუშების კოოპერატივების გაგებით ან კომუნისტური საბჭოების გაგებით, არამედ ღია საზოგადოების გაგებით, რომელიც თავისუფალია სახელმწიფოს ბორკილებისაგან.

Anarchy and Democracy
Fighting Fascism
Markets Not Capitalism
The Anatomy of Escape
Organization Theory