ჩარლზ ვ. ჯონსონი
ჩვენ, ლიბერტარიანელები ვიცავთ ეკონომიკურ თავისუფლებას და არა დიდ მსხვილ ბიზნესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას და არა კორპორატიულ ეკონომიკას. და როგორი იქნებოდა ეს განთავისუფლებული ბაზარი? არაფერი ახლოს იმასთან რაც ჩვენ გვაქვს – რაც არის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბაზარი. მაგრამ ჩვენ ხშირად გვესმის, რომ უმუშევრობა, ფინანსური კრიზისები, ეკოლოგიური კატასტროფები და სტრუქტურული სიღარიბე უკონტროლო თავისუფალი ბაზრის ბრალია, თითქოს და თავისუფალი ბაზარი მართლაც ჩვენ გარშემოა.
კრიზისები, რომელიც ხშირად ბრალდება “უკონტროლო” ბაზრებს ან ე.წ. ლეზე-ფერი (Laissez-faire), ყველაფერია უკონტროლოს გარდა. როდესაც თავისუფალი ბაზრის კრიტიკოსები გვიპირისპირებენ კორპორატიულ დანაშაულს, სიღარიბეს ან სოციო-ეკონომიკურ მარგინალიზაციას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბაზრის პრინციპები არ მოითხოვენ მსხვილი ბიზნესის დაცვას და რეალურად რაც თავისუფალი ბაზრის კრიტიკოსებს არ მოსწონთ ხშირად გამოწვეულია სახელმწიფოს ჩარევით, რეგულაციებით და სხვა დაკანონებული პოლიტიკური “პრივილეგიებით”. ამ კორპორატიული ძალის მოდელის ანალიზისთვის ჩვენ 21-ე საუკუნის ლიბერტარიანელებმა უნდა შევხედოთ ჩვენს მე-19 საუკუნის ფესვებს, კერძოდ ცნობილი ამერიკელი ინდივიდუალისტ ბენჯამინ ტაკერის (Benjamin Tucker) იდეებს. ტაკერი იყო თავისუფალი ბაზრის ანარქისტული გამოცემის “Liberty”-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
უბრალო ისტორიის სახელმძღვანელო ასახავს ამერიკის “მოოქროვილ ხანას“ (ინგლ. Gilded Age), როგორც უკონტროლო ეკონომიკით (ე.წ. ლეზე-ფერით) გამოწვეულ ექსპლოატაციის სასტიკ მაგალითს, მაგრამ, როგორც ბენჯამინ ტაკერი აღნიშნავს სტერეოტიპული კაპიტალიზმის ჩვევები მის დროს არა თავისუფალი “უკონტროლო” ბაზრის შედეგი იყო, არამედ ბაზრის რომელიც იყო დეფორმირებული სახელმწიფოს პოლიტიკური პრივილეგიებით. ტაკერი არ იყენებს შემდეგ ტერმინოლოგიას, თუმცა ანალიზის ხათრით შეიძლება გამოვყოთ ოთხი დეფორმირების მაგალითი რომელიც მას ადარდებდა: კონკურენციისგან დაცული ბაზარი, “ხრუტუნას მექანიზმის” ეფექტი, მფლობელობის კონცენტრირება და იზოლირებული ბიზნესები.
დეფორმაციის ტიპები:
კონკურენციისგან დაცული ბაზრები ან ტყვე ბაზრები – კანონები და სახელმწიფო მონოპოლიები ქმნიან ე.წ. “ტყვე ბაზრებს”, რომელშიც მომხმარებელი “ჩაკეტილი” და იძულებულია ისარგებლოს სერვისებით და პროდუქტებით მხოლოდ გარკვეული გამყიდველებისგან, რომლებსაც ისინი არც მიმართავდნენ, რომ არა პოლიტიკური ჩარევა. მაგალითად, მანქანის დაზღვევის ბაზარი წარმოქმნილია იმ კანონების მიერ, რომლებიც ითხოვენ აუცილებელ დაზღვევას და არეგულირებენ მინიმალურ სერვისს რომელიც უნდა იყოს შესყიდული. ტყვე ბაზრები კანონიერად აძლევენ გარანტიას პოლიტიკურად პრივილეგირებულ კომპანიებს, რომ მათ სულ ეყოლებათ მომხმარებელი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს შეიძლება დაემუქროს ჯარიმა ან პატიმრობა. (ქართულ რეალობაში იგივე სითი პარკი)
ხრუტუნას მექანიზმის ეფექტი
“ხრუტუნას მექანიზმის ეფექტი”- იურიდიული სირთულეები, ფასთა სხვაობა და კონკურენციისგან დაცული ბაზრები, რომლებიც ერთიანობაში მხოლოდ ზრდიან საარსებოდ აუცილებელი პროდუქტების ფასს. ადამიანმა რომ უბრალოდ გაძლოს იძულებულია დაფაროს ეს გაზრდილი გადასახადები, ის ყიდის თავის შრომას, ყიდულობს დაზღვევას, იღებს სესხს (ვალს) და ეს ყველაფერი ხდება ხელოვნურად ხისტი გარემოებების ქვეშ. ეს ქმნის მუდმივ ფინანსურ კრიზისს, ყველაზე ღარიბი ადამიანებისთვის.
კონცენტრაცია, კონფისკაცია, რეგრესული გადანაწილება, და დაკანონებული მონოპოლიები ართმევენ მუშებს რესურსებს და ამავე დროს ახდენენ დოვლათის და ეკონომიკური კონტროლის კონცენტრირებას პოლიტიკურად ფავორიტი ბიზნესმენების ხელში. ზუსტად ამიტომ მუშები, რომლებსაც ძალიან მცირე არჩევანი აქვთ იძულებულები არიან ეძებონ სამუშაო ბაზარზე სადაც მიწა, კაპიტალი და რესურსები კანონიერად კონცენტრირებულია გავლენიანი და პოლიტიკურად დაკავშირებული უმცირესობის ხელში; ამიტომ მუშები ბევრად დამოკიდებულები არიან თავის დამსაქმებელზე ვიდრე ეს იქნებოდა ნამდვილი თავისუფალი ბაზრის პირობებში.
ბიზნესის იზოლირება/განცალკევება. კონკურენციისგან დაცული ბაზრები და “ბეილაუტები” იცავენ ბიზნესის დიდ მოთამაშეებს, ამავე დროს დაკანონებული მონოპოლიები, რეგულატორული ბარიერები, და ანტი კონკურენციული სუბსიდიები (დახმარებები) სრულიად ზღუდავენ არჩევანს, კონკურენციის და ახალი მოთამაშეების გაჩენის შესაძლებლობას. სახელწიფო დახმარება ხდება დიდი ბიზნესის მთავარი დასაყრდენი, რაც ზღუდავს ბაზარს და საზოგადოებრივ ზეწოლას რომელიც წინააღმდეგ შემთხვევში შეეწინააღმდეგებოდა ამას. იზოლირებულ ბიზნესებს შეუძლიათ მოეპყრან დაქირავებულ ძალას და მომხმარებელს ყოველგვარი თავშეკავების და სიფრთხილის გარეშე, რადგან ამის საშუალება გააჩნიათ უალტერნატივობის გამო. ამავე დროს ეს, სახელმწიფო ჩარევა, გზას უკეტავს ალტერნატივას დაბლოკავს მცირე და არაფორმალურ კონკურენტებს.
ტაკერის დიდი ოთხეული.
ტაკერის დიდი ოთხეული
ჩვენ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ტაკერის ცენტრალურ იდეას: მის წიგნში “სახელმწიფო სოციალიზმი და ანარქიზმი” (1888) – ტაკერი ამტკიცებს რომ “ოთხი მონოპოლია” რომელმაც ჩამოაყალიბა მოოქროვილი ხანის (Gilded Age) ეკონომიკა არის ეკონომიკური აქტივობის ოთხი ცენტრალური არეა, სადაც სახელმწიფოს მონოპოლიებმა მოახდინეს ბაზრის დეფორმირება, ეს ეფექტი გავრცელდა და რეგრესიულად გარდაქმნა ყველა სხვა ბაზარი.
მიწის მონოპოლია. მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში, მიწის მფლობელობის ტიტულებს (Land titles) არანაირიშეხება არ ჰქონია თავისუფალ ბაზრებთან. მთლიანი უცხოვრებელი მიწა იყო სახელმწიფოს საკუთრება, რომელიც იყო დაკავებული ამერიკული ჯარის გამოყენებით ინდოელებისგან, მექსიკელებისგან და სხვა დამოუკიდებელი მცხოვრებლებისგან. სახელმწიფომ და პრეფერენციულმა გრანტებმა მიწის სრული მონოპოლიზაცია მოახდინეს.
თუ არ ჩავთვლით “Homestead act”-ს რომელიც მხოლოდ ძალიან მცირე ფერმერების რიცხვმა გამოიყენა. ( ამ აქტმა თითქოს გახსნა დასავლეთის მიწები, მაგრამ რეალურად ამ აქტს ჰქონდა ხისტი იურიდიული ლიმიტები, რომელსაც, მხოლოდ საშუალო ზომის კომერციული ფერმები თუ დააკმაყოფილებდა, მცირე ფერმერებს და არა ფერმერებს ეს აქტი არ ეხებოდა). ტაკერმა განსაზღვრა მიწის კონცენტრაცია მცირე ელიტის ქვეშ, როგორც მიწაზე მონოპოლია, რამაც შექმნა მიწათმფლობელების პრივილიგირებული კლასი და წაართვა მუშებს საბაზრო შესაძლებლობები, რათა მათ მიეღოთ საკუთრება და ქირისგან დაეღწიათ თავი.
1888 წლის შემდეგ მიწის მონოპოლია მხოლოდ გაფართოვდა. სახელმწიფოებმა ნავთობის, გაზისა და წყლის რესურსების მონოპოლიზება მოახდინეს. აშშ-ში მაღაროს და წიაღისეული საწვავის მოპოვების ლიცენზია გაიცემა სახელმწიფოს მიერ, რადგან სახელმწიფო დღესაც ფლობს ამერიკის დასავლეთის 50 პროცენტს. მიწის ფასი ხელოვნურად გაზრდილია და საკუთრება კონცენტრირებულია ზონირების კოდებით, გენერალური გეგმებით, ე.წ. Eminent domain (სახელმწიფოს უფლება კერძო საკუთრების იძულებით ჩამორთმევაზე) და მუნიციპალური “განვითარების” პროექტებით. ასევე ადგილობრივი კანონები რომლებიც, მხოლოდ მუდმივად ზრდიან ფასებს უკვე არსებულ უძრავ ქონებაზე. განთავისუფლებული მიწის ბაზარს ექნებოდა ბევრად ინდივიდუალური და გაფანტული მფლობელობა, მიწა არ იქნებოდა ასეთი ძვირი, უმეტეს შემთხვევაში კი ცარიელი და მზად დასაკუთრებისთვის. ქირის პრობლემა არ იქნებოდა ასეთი მძიმე და ვისაც დასჭირდებოდა ქირა დაინახავდა, რომ თავისუფალი კონკურენციის გამო ფასები ბევრად უფრო დაბალი და მისაღებია.
ფულის მონოპოლია. ტაკერისთვის, ყველაზე მავნე ამ ოთხიდან იყო ფულის მონოპოლია – “პრივილეგია, რომელიც ეძლევა სახელმწიფოსგან გარკვეულ ინდივიდებს, რომლებიც ფლობენ გარკვეულ საკუთრებას” ფულის მასის პოლიტიკური მანიპულირება და სხვა ალტერნატიული ვალუტების აკრძალვა, ისევე როგორც ბანკის, ფულის და კრედიტის კარტელიზაცია. ტაკერი ხედავდა, რომ მონეტარული კონტროლი არა მხოლოდ იცავდა მონოპოლიურ მოგებას კონკურენციისგან იზოლირებულ ბანკებისთვის, არამედ ასევე ხდის საკუთრებას კონცენტრირებულს მთელ ეკონომიკაში, რადგან მსხვილ ბანკებს ყოველთვის ურჩევნიათ ურთიერთობა მსხვილ ბიზნესებთან.
ტაკერმა განსაზღვრა ფულის მონოპოლია, როგორც უმთავრესი ეკონომიკური ძალა 1888-ში – და მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ფედერალური რეზერვი (აშშ-ს ცენტრალური ბანკი) FDIC, Fannie, Freddie, IMF, ტრილიონი დოლარის ბეილაუტები/დახმარებები ბანკებს, რომელიც არის “ზედმეტად დიდი მარცხისთვის”. დღევანდელმა რეგულატორულმა კარტელებმა და პოლიტიკურმა ინტერესებმა აგრეთვე ჩაიგდეს ხელთ დაზღვევა, კრედიტი, დანაზოგი და ინვესტიცია. ეს არის ფულის მონოპოლიის სიმძლავრე, რომელიც აძალებს ადამიანს მიიღოს მონაწილეობა თაღლითურ ბაზარზე და ამავე დროს სრულიად თიშავს არაკორპორაციულ, ურთიერთდახმარების და სხვა ტიპის მცირე ორგანიზაციებს, რომლებსაც კონკურენციის გაწევა შეუძლიათ.
იდეები და გამოძალვა
პატენტის მონოპოლია. ტაკერმა დაგმო მონოპოლიები რომლებიც იყვნენ დაცული პატენტებით და საავტორო უფლებით – “ავტორების და გამომგონებლების დაცვა კონკურენციისგან, საკმარისი დროით იმისთვის, რომ ამოიღონ ჭარბი მოგება თავისი სერვისებისთვის”. რადგან იდეის კოპირება არ ართმევს გამომგონებელს იდეას ან ნებისმიერ მატერიალურ ქონებას რომელიც მას გააჩნია, ინტელექტუალური საკუთრება ნიშნავს მხოლოდ დაკანონებულ მონოპოლიას რომელიც მიმართულია კონკურენციის წინააღმდეგ, რომელსაც შეუძლია შექმნას ისეთივე პროდუქტი უფრო დაბალ ფასად.
“ინტელექტუალური საკუთრება” ფართოდ გავრცელდა და გაიზარდა 1888 წლის შემდეგ, რადგან მედიამ, ტექნოლოგიამ და მეცნიერულმა ინოვაციამ აქცია ინფორმაციის კონტროლი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საგნად კორპორატიულ სამყაროში. მონოპოლისტური მოგება ინტელექტუალური საკუთრებით არის ეფექტური ბიზნეს მოდელი, მაგალითად ისეთ Fortune 500 კამპანიებშიც როგორიცაა GE, Monsanto, Microsoft და Disney რაც აძლევთ მათ უდიდეს კანონიერ ბერკეტს – დაცული იყვნენ კონკურენციისგან. დროთა განმავლობაში საავტორო უფლებების კანონები მხოლოდ გაოთხმაგდა, ინტელექტუალური საკუთრების პროტექციონიზმი გახდა სტანდარტი “ნეოლიბერალური თავისუფალი ვაჭრობის” შეთანხმებებში, როგორიცაა NAFTA და KORUS FTA. განთავისუფლებულ ბაზარზე მსგავსი ბიზნეს მოდელი ვერ იმუშავებს და აქედან გამომდინარე თავისთავად იქნებოდა უფრო მეტი არჩევანი და ბევრად დაბალი ფასი კულტურულ, სამედიცინო და ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და სერვისებზე.
პროტექციონისტური მონოპოლია. ტაკერმა ასევე გამოყო პროტექციონისტური ტარიფი იმ გაგებით, რომ ეს ტარიფი იცავს ადგილობრივ პროდუქტს გარე კონკურენციისგან და ამით ხელოვნურად ზრდის ფასს ადგილობრივ პროდუქციაზე.
მულტინაციონალური კორპორაციების შექმნით და ნეოლიბერალური ხელშეკრულებებით, პროტექციონისტურმა ტარიფებმა იკლეს ბოლოს წლების განმავლობაში, მაგრამ ტაკერისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო იურიდიული მექანიზმი ვიდრე თვითონ მიზანი რომელსაც ემსახურებოდა ეს ტარიფი; ვაჭრობის კონტროლი რათა კონკურენციისგან დაეცვათ ადგილობრივი მწარმოებელი. 1888 წელს ეს ნიშნავდა ტარიფს, 2011 ეს არის პოლიტიკური კონტროლის ფართო ქსელი რათა სახელმწიფომ მართოს “ვაჭრობის ბალანსი”: მათ შორის შედის ექსპორტის სუბსიდია, გაცვლითი კურსის მანიპულაცია და მულტისახელმწიფოებრივი სააგენტოები (World Bank და IMF).
მეტასტაზური მონოპოლიზაცია.
ტაკერის “დიდი ოთხეული” უფრო გავრცელდა 1880-ს შემდეგ, მაგრამ წინა საუკუნემ ასევე გვაჩვენა სახელმწიფო რეგულატორული სხეულის მეტასტაზური გავრცელება. მათ მიზანში შედის ახალი გადარიცხვების რესტრუქტურიზაციას და ახალი ბაზრების დაჭერა. დღევანდელ ახალ მონოპოლიების შორის ყველაზე გამოკვეთილია ხუთი:
აგრო ბიზნესის მონოპოლია, რომელიც მოიცავს ამერიკის აგროკულტურის დეპარტამენტის “ახალი საქმის” (New Deal) სისტემას მათ შორის კარტელებს, ჭარბი პროდუქციას სახელმწიფო შესყიდვას, სუბსიდირებულ მორწყვას, ექსპორტის სუბსიდიას და სხვა სისტემებს რომლებიც ქმნიან ხელოვნურად მაღალ ფასებს და ხრიან წარმოებას სუბსიდირებული მოსავლისკენ, რაც ახდენს აგროკულტურული აქტივობის კონცენტრაციას მსხვილი ბიზნესის ხელში, იმის მიუხედავად რომ ეს დახმარებები თითქოს და მცირე ფერმერების სახელითა მიღებული, ისინი რეალურად სარგებელს მხოლოდ მსხვილ კონგლომერატებს აძლევენ, როგორებიცაა ADM და Tyson.
ინფრასტრუქტურული მონოპოლია; ამაში შედის ფიზიკური ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. სახელმწიფო აშენებს გზებს, რელსებს და აეროპორტებს საგადასახადო სუბსიდიებით, ასევე აწესებს რეგულაციებს მასობრივ ტრანზიტზე რაც უწყობს ხელს კარტელების შექმნას. ამ ბაზარზე შეზღუდული შესვლის პირობები იცავს უკვე არსებულ ოპერატორებს და მათ მოგებას; ფულის და ქონების კონფისკაციას რათა მოხდეს შორეული ტრანსპორტირების სუბსიდირება, რაც ქმნის გადასახადებზე დამყარებულ ბიზნეს შესაძლებლობებს აგრო ბიზნესისთვის, რიტეილერებისთვის, და სხვა ბიზნესებისთვის რომლებიც დამოკიდებული არიან შორეულ ავტოტვირთ გადაზიდვებევზე. მოქმედი ტელეკომუნიკაციების და მედია კომპანიები როგორებიცაა AT&T, Comcast, და Verizon იძენენ მთელ იმპერიებს ინტერნეტის სიჩქარის და ბენდვითის კარტელიზაციით, სამაუწყებლო სიხშირეების კონტროლი კოცენტრირებული FCC პოლიტიკური ალოკაციის გავლით და ტელეფონის, საკაბელოს და ბოჭკოვანი ოპტიკური ინტერნეტის კონცტერირებულია ადგილობრივი მონოპოლიების გავლით.
კომუნალური მონოპოლია აძლევს ცენტრალიზირებულ მწარმოებელს კონტროლს ელექტრო მომარაგებაზე, წყალზე და ბუნებრივ აირზე. ეს ხდება დიდი ცენტრალური დაგეგმარებით, სუბსიდიებით და რეგიონალური მონოპოლიებით, სხვა ალტერნატივები კი უბრალოდ არ არსებობს ან სიკვდილამდე დარეგულირებულია.
რეგულატორული პროტექციონიზმი
რეგულატორული პროტექციონიზმი შეიძლება იყოს ყველაზე ფართოდ გავრცელებული აქ ჩამოთვლილი “ბევრი მონოპოლიიდან”. როგორც ტაკერის პროტექციონისტურ მონოპოლიაში, რეგულატორული მანქანა აქაც ახდენს კონცენტრაციას და იცავს არსებულ მოთამაშეებს კანონიერი ბარიერების შექმნით რაც შედეგად არ უშვებს ბაზარზე ახალ მოთამაშეებს. უკვე არსებული კომპანიები ახდენენ კონკურენციას ნეიტრალიზაციას პოლიტიკური ლობირებით, რათა მათ ინდუსტრიაში გაჩნდეს უფრო მეტი რეგულატორული “წითელი ლენტი”, რაც ხშირად გამართლებულია ლეგიტიმური მიზეზებით როგორიცაა ხარისხი და უსაფრთხოება, თუმცა რეალური მიზეზი სულ სხვაა. გამომძალველი გადასახადი და კომპლექსური სახელმწიფო ლიცენზიები, რაც ვრცელდება ყველაფერზე ტაქსისტობიდან თმის მოვლამდე. ინდუსტრიის სტანდარტები, რომელიც წინააღდეგ შემთხვევაში იქნებოდა დაყრდნობილი საზოგადოებრივ აზრზე და ბაზრის ექსპერიმენტზე სრულად მოშლილია, ინდუსტრიის სტანდარტი განისაზღვრება პოლიტიკური ინტერესით. დიდ კომპანიებს შეუძლიათ ნებისმიერი მაღალი გადასახადის და რეგულაციების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს შეუძლებელია მცირე მოთამაშეებისთვის რაც სპობს სამეწარმეო საშუალებებს და დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროებს.
ჯანდაცვის მონოპოლია რეალურად ტალღისებური ეფექტის ქვეშ არის სხვა მონოპოლიებისაგან, მაგრამ ის განსაკუთრებით საყურადღებოა სამედიცინო სექტორის სამომხმარებლო ზრდის გამო და ასევე რადგან ჯანდაცვა და დაზღვევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადმიანის არჩევანს, სამუშაოს და ზოგადად მის ფინანსურ დაგეგმვაზე. ჯანდაცვის ცენტრალური ეკონომიკური ფაქტი არის “ხრუტუნას მექანიზმის” ეფექტი. პატენტური მონოპოლია განაპირობებს წამლებზე ხელოვნურად მაღალ ფასებს (იგივე მარტინ შკრელის ამბავი რომ გაიხსენოთ) და მსხვილი კორპორაციები როგორიცაა Pfizer და GlaxoSmithKline. FDA და სამედიცინო ლიცენზიები კი არიან რეგულატორული პროტექციონიზმის კიდევ ერთი ფორმა, ეს ზღუდავს ექიმების, საავადმყოფოების და წამლების რაოდენობას, რაც ისევ ახდენს კონცენტრაციას და ზრდის ფასებს. სამედიცინო ხარჯი შეიძლება კატასტროფულად მაღალი იყოს რაც გულისხმობს და ითხოვს ყოვლისმომცველ დაზღვევას. ერთი დროს მუშები ღებულობნდენ სამედიცინო დაზღვევას ე.წ. “fraternal mutual-aid” საზოგადოებიდან, მაგრამ ფულის მონოპოლიამ საფუძვლიანად მოახდინა სადაზღვევო ბაზრის კორპორატიზაცია სუბსიდიებით, მანდატებით და რეგულატორული კონტროლით. მუშები დღეს შეზღუდულები არიან თავისი დაზღვევაში რომელიც მის დამსაქმებელზე დამოკიდებული, და ამავე დროს განიცდიან რისკს დაკარგონ დაზღვევა და აიკიდონ დიდი ვალი.
ტაკერის ოთხი “დიდი მონოპოლია”, რომლებიც აკონტროლებდა ამერიკის “Gilded Age”-ის პერიოდის ეკონომიკას, და ამას დამატებული ახალი “დიდი ხუთეული” ჩვენი დროიდან კარგად გვაჩვენებს თუ რატომ მუშაობს არსებული ბაზრის სისტემა ასე ცუდად და რატომ ვერ მუშაობს ხალხისთვის. იმის მიუხედავად, რომ ამას შეიძლება სრულად არ დაეთანხმოს ზოგი ლიბერტარიანელი.
“ბევრი მონოპოლია” ამახინჯებს ბაზარს და აქცევს მას სტერეოტიპულ “კაპიტალისტურ” ბიზნესად, თუმცა ამის გარდა სახელმწიფო ერევა ეკონომიკაში უამრავი სხვა გზით. მაგალითად რა შეიძლება ითქვას იგივე სოციალურ დახმარებებზე რომლებიც ეხმარებიან ღარიბ და მცირეშემოსავლიან ადამიანებს ან რეგულაციები რომლებიც ზღუდავენ დიდ კორპორაციების? კი, ისინი არსებობენ მაგრამ თავის მიზნებს ვერ აღწევენ. როგორც ნაჩვენებია გაბრიელ კოლკოს (Gabriel Kolko) წიგნში “კონსერვატიზმის ტრიუმფი,” პროგრესული რეგულატორული სტრუქტურა შორს არის დიდი ბიზნესის შეზღუდვისგან, ისინი რეალურად წარმოადგენენ რეგულატორული პროტექციონიზმის ფორმას რაც მხოლოდ კარტელიზაციას უწყობს ხელს და კონკურენციისგან იცავს დიდი ბიზნესს. აგრეთვე დგას პრიორიტეტის და მასშტაბის საკითხი; მე როგორც ლიბერტარიანელი ვეწინააღმდეგები პროგრამებს როგორიცაა: SBA loans ამ TANF (Temporary Assistance to Needy Families) როგორც ნებისმიერ თავისუფალი ბაზრის მომხრე, მაგრამ იმ პერიოდში როდესაც სახელმწიფო ტრილიონს ხარჯავს ბანკის ბეილაუტისთვის (დახმარებებზე), ეს სოციალური დახმარებები ხალხისთვის არ ჩანს იმდენად მნიშვნელოვანი.
მაგრამ რა უნდა ითქვას იმ ეკონომისტებზე რომლებიც ამბობენ, რომ საბაზრო ეკონომიკაში კორპორაციებს აქვთ უპირატესობა და ეფექტურობა, რაც დამყარებული შრომის გაყოფაზე, მასშტაბზე და მოგებაზე ვაჭრობისგან? არ იქნებოდნენ ეს გიგანტური კომპანიები ისედაც უკონკურენტო პატარა მოთამაშეებისთვის ყოველგვარი სახელმწიფო სუბსიდიების და მონოპოლიების გარეშე?
ტაკერი არც უარყოფს შრომის გაყოფას, მოგებას ვაჭრობისგან და დიდი მასშტაბის წარმოების უპირატესობას. ის უბრალოდ ამბობს რომ შრომა, ვაჭრობა და მასშტაბი ორგანიზირებულები არიან სხვადასხვა ზოლების გასწვრივ. დამოუკიდებელი კონტრაქტორები, კოოპერატივები და მუშების მიერ მართული საწარმოები არანაკლებ არიან ვაჭრობის სპეციალიზაციის ფორმები ვიდრე დიდი ცენტრალიზირებული ფირმები. მასშტაბი შეიძლება ინტერნალიზირებული იყოს ცენტრალირიზირებული მენეჯმენტის მეშვეობით ან ექსცეტრალიზირებული პოლიცენტრიკული ვაჭრობით. კორპორატიული ეკონომიკა მხოლოდ ერთი ფორმაა ბევრ სხვას შორის რომლითაც შეიძლება შრომის გაყოფა და ვაჭრობა. მთავარი საკითხია ის თუ ეს ფორმები გახდებიან დომინანტური ბაზარზე და თუ კი რატომ; იმიტომ რომ ბაზარი იქნება თავისუფალი სახელმწიფოს სტრუქტურული პრივილეგიისგან თუ იმიტომ რომ კონკურენციის გახსნით მათ შეეძლებათ უფრო მომხიბლავი ალტერნატივის შეთავაზება ნაკლები ცენტრალიზირებით და მენეჯმენტით (რაც ძვირი უჯდება კორპორაციებს), მეტი სავაჭრო და საწარმოო დამოუკიდებლობით უბრალო მუშებისთვის.
თუ ტაკერის ანალიზი ამტკიცებს რამეს ეს არის ის, რომ ეკონომიკაში არსებობს ბევრი ადგილი სადაც ადამიანს არ აქვს სხვა არჩევანი და უწევს ფულის გადახდა იქ სადაც ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში არ დახარჯავდა. უსაზღვროდ გავრცელებული სახელმწიფო ჩარევა ხელს უწყობს ეკონომიკურ კოცენტრაციას და მმართველი იერარქიის კონსოლიდაციას. ეს არ ხდება იმიტომ, რომ მსხვილი ბიზნესები ბუნებრივად იზრდებიან საბაზრო ეკონომიკებში, არამედ რადგან ისინი იზრდებიან კონკურენციის შეზღუდვის და სახელმწიფო დახმარების ხარჯზე.
ქამარი და ძვლები
მეოცე საუკუნის უმეტეს ნაწილში ამერიკელი ლიბერტარიანელები ითვლებოდნენ “კაპიტალიზმის” დამცველებილად (თუმცა 1984 ჟურნალ Freeman სტატიაში “Capitalism: Yes and No” კლერენს კარსონი (Clarence Carson) ამაზე დაობს). ლიბერტარიანელების უმეტესობა და ფაქტიურად მათი ყველა მოწინააღმდეგე ეთანხმება იმ აზრს რომ ლიბერტარიანიზმი ნიშნავს ბიზნესის დაცვას დიდი სახელმწიფო მანქანისგან და ლეზე-ფერის (laissez faire) მიზანია გახსნას ბაზარი და გაანთავისუფლოს კომერციული საქმიანობა პოლიტიკური შეზღუდვისგან.
ეს პოზიცია განსხვავდება ტრადიციული ლიბერტარიანული პოზიციისგან რომელიც ტაკერს ეჭირა, ის შეიძლება ითქვას, თავისუფალი ბაზრის მომხრე ანტი კაპიტალისტი იყო. ტაკერი იყო პირველ რიგში ყველაზე ცნობილი თავისუფალი ბაზრის დამცველი მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში. თავის ეკონომიკურ პრინციპებს შეჯამებისას ის უწოდებდა “”აბსოლუტური თავისუფალი ვაჭრობა…. ლეზე-ფერი როგორც უნივერსალური კანონი”. ტაკერისთვის ლიბერტარიანიზმი ნიშნავდა შეტევას ეკონომიკურ პრივილეგიაზე და მის მოშორებას, მონოპოლიების დაშლას ქვემოდან, კონკურენციით.
“ბევრი მონოპოლია” გავრცელებულია და ფუნდამენტურად ქმნის რეალობას კორპორატიულ ეკონომიკაში. მაშინ რატომ არ მიაქციეს თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა ყურადღება ტაკერის ანალიზს? პროგრესულები მუდმივად აბრალებენ ეკონომიკურ უთანასწორობას და ექსპლოატაციას დაურეგულირებელ ბაზრებს, ამავე დროს “პრო კაპიტალისტი” ლიბერტარიანელები პასუხობენ არსებულ ეკონომიკური სისტემის დაცვით. პარადოქსულად, ტაკერის ანალიზი დავიწყებულია, ნაწილობრივ, აღნიშნული პრობლემების სიღრმის და გავრცელებულობის გამო.
ის სახელმწიფო ინტერვენციები, რომლებსაც ლიბერტარიანელები ეწინააღმდეგებოდნენ მეოცე საუკუნეში, იყო პროგრესული გადასახადები, სოციალური პროგრამები, გარემოს დაცვის რეგულაციები, რომელებიც რეალურად არიან ზედაპირული ჩარევები. მიზანი კი შეიძლება იყოს კორპორატიული ეკონომიკის და პოლიტიკური ინტერესების შეზღუდვა, მაგრამ ბევრს მიაჩნია რომ მისი საბაზისო თვისებები, როგორიცაა დოვლათის კონცეტრაცია, პრივილიგირებული ბიზნესების კონკურენციისგან დაცვა, ხელოვნურად გაზრდილი ფასები და კორპორატიული ძალა, არიან “ჩვეული” თვისებები და ებრძვიან მხოლოდ ზედაპირულ ეფექტებს. პროგრესული რეგულაციების წინააღმდეგობა დიდს არაფერს ნიშნავს, მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, ის რეალურად ქამარივითაა სახელმწიფო კაპიტალიზმზე და მისი მოცილებით არაფერი არ იცვლება, რადგან სხეული მაინც იგივე რჩება.
პოლიტიკური საშუალებები, რომლებიც ამ მონოპოლიებს აერთიანებენ, მნიშვნელოვნად ცვლიან არსებული ბაზრების სტრუქტურას. სახელმწიფო კაპიტალისტების პრივილეგია ქმნის საკუთრების, ხელმისაწვდომის და ფასების სტრუქტურის მოდელს. ისინი ფუნდამენტურ რესტრუქტურიზაციას ახდენენ ბაზრებზე და ქმნიან კლასობრივი საკუთრების, ხელოვნური ფასების, და შეზღუდული კონკურენციის სტრუქტურას რომელიც ქმნის იმ კორპორატიულ ეკონომიკას რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს. ეს ინტერვენციები არ არიან უბრალოდ ქამარი, არამედ ამ სტრუქტურის ძვლები, მხოლოდ ამ ძველების გარეშე შეიძლება ეკონომიკა სულ სხვა ორგანიზმი გახდეს.
რახან ჩვენ ვატარებთ ქამარს გარედან ადვილია დავინახოთ თუ როგორ ვიქნებით მის გარეშე. მე-20 საუკუნის ლიბერტარიანელებმა სწორად დაგმეს არსებული “ქამარი” რომელიც იყო შექმნილი სახელმწიფოს ძალადობით, მაგრამ იშვიათად ამჩნევდნენ იმ უკვე არსებულ სახელმწიფო-კაპიტალისტურ სხეულს რომელზეც ეს ქამარია. სარეგულაციო ქამრის გარეშე ეს სხეული ისევ არის პოლიტიკური პროდუქტი რომელიც შექმნილია ინტერვენციებით. მონოპოლიები რომლებიც ქმნიან კაპიტალისტებს, მსხვილი მიწათმფლობელებს და ფინანსისტებს, რომლებიც იცავენ ამ კორპორატიულ ძალას და არიან იმდენად ღრმად შეზრდილი არსებულ ეკონომიკაში და პოლიტიკაში, რომ ადვილად შეიძლება შეგვეშალოს და ჩავთვალოთ, რომ ეს საბაზრო ეკონომიკის ნორმალური ნაწილია.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, შულემით ფაერსტოუნისთვის (Shulamith Firestone) ბოდიშის მოხდით, რომ სახელმწიფო კაპიტალიზმი ეკონომიკაში იმდენად ღრმად არის შესული, რომ ის უხილავია. შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ეს არის, მხოლოდ ზედაპირული სახელმწიფო ჩარევის ამბავი; პრობლემა, რომელიც შეიძლება გადაწყდეს რამდენიმე დიდი რეფორმით, იგივე ბეილაუთებზე უარის თქმით და ექსპორტის სუბსიდიების გაუქმებით, თუმცა ამავე დროს ეკონომიკა მაინც შეინარჩუნებს კორპორატიულ ფორმას. ჩვენ საქმე გვაქვს უფრო ღრმა და უფრო გავრცელებულ “არსებასთან”. მთლიანად განთავისუფლებული ბაზარი ნიშნავს ეკონომიკის სექტორების განთავისუფლებას სახელმწიფოს კონტროლისგან, მის დაბრუნებას ბაზრისთვის და სოციალური მეწარმეებისთვის. ის ნამდვილად თავისუფალი ბაზარი, რომელიც ამისგან წარმოიქმნება იქნება მკვეთრად განსხვავებული იმისაგან, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია. ესეთი ღრმა ცვლილება არ ჯდება ტრადიციული აზროვნების კატეგორიებში, როგორებიცაა: ლიბერტარიანული, ლეზეს-ფერი, სოციალისტი, მეწარმე, თუ ანტი-კაპიტალისტი, არა იმიტომ რომ არ არსებობს გარკვეული შეხება ამ კატეგორიებთან, არამედ იმიტომ რომ ეს კატეგორიები არ არიან საკმარისად ფართო, რათა მათში რადიკალურად თავისუფალმა ბაზრებმა გამოხეთქოს . თუ ჩვენ გვექნებოდა სხვა ყოვლისმომცველი სიტყვა რევოლუციურის გარდა, ჩვენ მას გამოვიყენებდით.