ცხოველთა უფლებების დარღვევა წამებით: პასუხი უოლტერ ბლოკს

შესავალი

დღევანდელ დღეს, უოლტერ ბლოკი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად პატივსაცემი ლიბერტარიანელი თეორეტიკოსი, ის არის ეკონომიკის პროფესორი Loyola-ს უნივერსიტეტში. ბლოკმა დაწერა ასობით სტატია და წიგნი ლიბერტარიანულ თეორიაზე, მისი ნაშრომების ზედაპირული მიმოხილვაც კი გვაჩვენებს უდიდეს სიღრმეს მის აზროვნებაში. ბლოკის ლოგიკური კონსისტენცია შთამბეჭდავია ხოლო მისი ხატმებრძოლური და ინტელექტუალური შეტევები ისეთ წონად საკითხებზე, როგორიცაა მილიტარიზმი და ნარკო პოლიტიკა, ითხოვს ბლოკის ინტელექტუალურ აღიარებას ნებისმიერისგან ვინც შეშფოთებულია სახელმწიფო ძალადობით.

მიუხედავად მისი მნიშვნელოვანი და ღრმა დასკვნებისგან სხვადასხვა თემებზე, როდესაც საქმე ეხება ცხოველების უფლებებს, ბლოკი უერთდება სხვა ლიბერტარიანელებს, როგორიცაა მიური როთბარდი, თაიბორ მექენი, როდერიკ ლონგი და ჯენ ნერვესონი. ბლოკის მიხედვით, ცხოველებს არა აქვთ უფლებები, რადგან მათ არ შეუძლიათ 1) მოითხოვონ უფლებები, რათა ისინი არ აწამონ და/ან 2) “პირობა დადონ, რომ ისინი პატივისცემას გამოიჩენენ სხვისი უფლებებს მიმართ”. აქედან გამომდინარე, როგორც მისი სხვა ლიბერტარიანელი კოლეგები, ბლოკს გამოაქვს დასკვნა, რომ ადამიანებს შეუძლიათ, მათ საკუთრებაში მყოფი ცხოველები აწამონ.

ბლოკის ცხოველების უფლებების უარყოფა, ბევრს გვეუბნება მის იდეებზე. მაგალითად, მისი დასკვნა გულისხმობს, რომ ბლოკი მხარს უჭერს ცხოველთა სასაკლაოს ოპერატორის უფლებას, მიიღოს სრული შემოსავალი ცხოველების დახოცვისგან. ეს ასევე გულისხმობს, რომ ის მხარს უჭერს ცხოველების ჰაბიტატის განადგურებას ინდუსტრიალისტების მიერ. რათა ჩვენ სრულად გავიგოთ ცხოველთა უფლებების დოქტრინის სრული აზრი იმ საზოგადოებაში რომელიც დაფუძნებული ლოკის კერძო საკუთრების პრინციპებზე, ჩვენ მოგვიწევს ვრცლად გავითვალისწინოთ ყველა ეს სათადარიგო პოზიცია, თუმცა ამ მოკლე სტატიაში, მე შემოგთავაზებთ, ბლოკის პოზიციის, საბაზისო უარყოფას. პირველი სექცია აღწერს ბლოკის არგუმენტებს, მეორე სექცია კი ყველა ჩემს საპირისპირო არგუმენტებს, რისი შემდეგაც დასკვნას შემოგთავაზებთ.

ბლოკის არგუმენტი

პირადად ბლოკი ეწინააღმდეგება ცხოველების წამებას, მისი სიტყვებით, ცხოველების წამება სასტიკად ამორალურია. ის ასევე განჭვრეტს, რომ ზოგიერთ მომავალ ლიბერტარიანულ საზოგადოებებში მოსამართლეები ლოიალურები იქნებიან რადიკალი ცხოველთა დამცველების მიმართ. მაგრამ, რადგან ლიბერტარიანიზმი მხოლოდ ადამინების მიმართ ძალადობას კრძალავს, ბლოკი თვლის, რომ ცხოველის წამება ლიბერტარიანულ დოქტრინის მუდმივ პრობლემად დარჩება.

მართალია ის არ წერს ამას მის 2015 წლის სტატიაში – “Animal Torture: A Critique of Thick Libertarianism,” მაგრამ სხვაგან ბლოკმა აღნიშნა, რომ ცხოველები, თეორიულად შეძლებენ უფლებების მიღებას თუ ისინი მოითხოვენ უფლებებს და გულახდილ პირობას დადებენ სცენ პატივი სხვის უფლებებს. ბლოკი იყენებს ამ პრინციპს, იმ არსებებზე რომლებიც შეიძლება არ იყონ “ცხოველები”, აქ იგულისხმება თეორიული უცხოპლანეტელი არსებები, რაც იმას გულისხმობს, რომ ლიბერტარიანული დოქტრინა მათზეც ვრცელდება, თუმცა ეს იქნება იმაზე დამოკიდებული, ექნებათ მათ თუ არა მათ უფლებების მოთხოვნის და სხვისი უფლებების პატივისცემის უნარი და შესაძლებლობა.

ბლოკის არგუმენტის პრობლემა

ბლოკის არგუმენტს აქვს სამი თანა დაკავშირებული პრობლემა, ბლოკის აზრით, ცხოველების და ადამიანების გაყოფა მორალურად მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ამ გაყოფის მორალური მნიშვნელობა ბლოკმა ჯერ არ დაგვიმტკიცა. მეორე, ბლოკი აკეთებს არასწორ დასკვნას, როდესაც ის ამბობს, რომ ინდივიდებს აქვთ უფლებები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ შეუძლიათ მკაფიოდ გამოხატონ სურვილი და პატივისცემა უფლებების მიმართ. მესამე, ბლოკი არაადეკვატურ ყურადღებას უთმობს გრძნობიერებას, ანუ ტკივილის შეგრძნების უნარს, როდესაც საკითხი ეხება იმას, თუ ვის აქვს უფლება არ გახდეს ნამების მსხვერპლი.

დავიწყოთ პირველი პრობლემით. რათა გავიგოთ, აქვთ თუ არა ცხოველებს უფლებები, ბლოკს აქვს, ის რასაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ “გამოხატვის სტანდარტი”, რაც კითხულობს, შეუძლია თუ არა არსებას უფლებების მოთხოვნა და სხვისი უფლებების პატივისცემა. რადგან ცხოველებს არ შეუძლიათ ამ სტანდარტის დაკმაყოფილება, ბლოკის აზრით ცხოველებს არა აქვთ უფლებები, მაგრამ შეკითხვა მაცდუნებელი არის, რაც ნათელი ხდება, როდესაც იგივე სტანდარტი არის გამოყენებული ადამიანების ჯგუფის მიმართ. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, ბლოკის სტანდარტის გამოყენებით აქვთ თუ არა ჩვილ ბავშვებს უფლებები. სამწუხაროდ, ბლოკის ლოგიკით ჩვენ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ჩვილ ბავშვებს არა აქვთ უფლებები, რადგან მათ არ შეუძლიათ არც უფლებების მოთხოვნა და არც სხვისი უფლებების პატივისცემის პირობის დადება.

რეალურად ბლოკი მხარს უჭერს ჩვილი ბავშვების უფლებებს, მისთვის ასევე მისაღებია მშობლების უფლება ზომიერად დასაჯონ თავისი ბავშვები, დისციპლინური მიზნებისთვის. თუმცა, ბლოკი აღიარებს, რომ ბავშვებზე ძალადობა არის მათი უფლებების სასტიკი დარღვევა. ნათელია რომ ბლოკი არაა მზად ყველა ადამიანის ჯგუფს იგივე სტანდარტი მოსთხოვოს რასაც ცხოველების ჯგუფებისგან ითხოვს. “გამოხატვის სტანდარტის” გამართლებისთვის, ბლოკმა უნდა გამოიყენოს ეს სტანდარტი, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების მიმართ, ამის შეუსრულებლობა კი გვეუბნება, რომ მისი განზრახვაა ცხოველების უფლებების უარყოფაა.

ბლოკს შეუძლია გვიპასუხოს რომ ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვილ ბავშვებს აქვთ უფლებები, რადგან მათი ჯგუფის სხვა (უფროსი) წევრები აკმაყოფილებენ გამოხატვის სტანდარტს. მაგრამ ეს პასუხი მიგვითითებს მთავარ პრობლემაზე მის ნააზრევში: ბლოკი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს უფლებას და ამისთვის მორალურად მხოლოდ ჯგუფის საერთო თვისებებია მნიშვნელოვანი. მსგავსი სიმარტივით, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ინდივიდის ასაკობრივი ჯგუფის საერთო თვისებები მორალურად მნიშვნელოვანია, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა თუ ინდივიდი მიეკუთვნება იმ ასაკობრივ ჯგუფს, რომელმაც მოითხოვა უფლებები, სხვისი უფლებების პატივისცემის პირობა დადო და შეასრულა? თუ არა, მაშინ მას არა აქვს უფლებები”, იმიტომ, რომ ჯგუფების ასეთი პირობითი ფორმულირება წაართმევდა ჩვილ ბავშვებს უფლებებს, რადგან ისინი თავისი ასაკობრივი ჯგუფის წევრები არიან. ბლოკი ამას არასწორად ჩათვლიდა და ის სწორიც იქნებოდა, თუმცა ბლოკის ფორმულირება, რომელიც უფლებებს აძლევს ჩვილ ბავშვებს და არა მსგავსი გონებრივი შესაძლებლობის მქონე ცხოველებს არასწორია. ამიტომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბლოკის ამ ფორმულირებაზე.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბლოკმა გადაწყვიტოს პოზიციის შეცვლა, და თითოეული ინდივიდისგან მოითხოვოს გამოხატვის სტანდარტი. იმის მიუხედავად, რომ მისი ლოგიკა უფრო თანამიმდევრული გახდებოდა. ეს სტანდარტი მაინც დარჩებოდა სასტიკად არასწორი, რადგან მაშინ ჩვილი ბავშვები და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, უფლებების გარეშე დარჩებოდნენ. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, რაც დაგვანახებს მეორე შეუთავსებლობას ბლოკის არგუმენტაციაში.

წარმოვიდგინოთ, რომ Apple-ის ახალი კომპიუტერის მოდელი, რომელიც ვიზუალურად განურჩეველი არის ადამიანისგან, ასევე დაპროგრამებულია თქვას: “არ მაწამო, და არც მე გაწამებ შენ.” ასევე წარმოვიდგინოთ, რომ ეს კომპიუტერები შექმნილია ადამიანების დახმარებისთვის, ანუ ისინი “შეასრულებენ პირობას და სცემენ პატივს სხვის უფლებებს“. რადგან ამ კომპიუტერების უფლებების მოთხოვნა, იქნება მიჩნეული როგორც უფლებების ლეგიტიმური მოთხოვნა, ბლოკის მსჯელობის მიხედვით ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი კომპიუტერის მოთხოვნას, მაგრამ თუ კომპიუტერს არ აქვს გრძნობიერობა, მისი უფლებების აღიარება უცნაური იქნება, რადგან, იმის მიუხედავად რომ კომპიუტერი გვეტყოდა რომ მას არ უნდა ფიზიკური წამების განცდა, კომპიუტერის არ იგრძნობდა რეფლექსურ ზიზღს წამების მიმართ. ამიტომ კომპიუტერი, რომელსაც არა აქვს ემოციების და ფიზიკური ტკივილის განცდის საშუალება, ვერ განიცდის წამებას როგორც ადამიანი ან ცხოველი. ამიტომ უფლებების მიცემა მსგავსი კომპიუტერებისთვის ისეთივე ლოგიკურია, როგორც უფლებების მიცემა, მაგიდისთვის, სკამისთვის და სხვა ობიექტებისთვის, რომლებსაც მუდმივად აპატია აქვთ, იმის მიმართ, თუ როგორ მოექცევიან.

იმის მიუხედავად რომ ინდივიდების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ “გამოხატვის სტანდარტის” დაკმაყოფილება, სრულებით არ შეესაბამება იმ ინდივიდების რიცხვს ვისაც ნამდვილად სურს უფლებების მოთხოვა. ბლოკმა შესაძლოა გვიპასუხოს, რომ ყველა, ვისაც უნდა უფლებები, შეუძლია გამოხატოს სწრაფვა უფლებების მიმართ, (იმის მიუხედავად რომ ყველას ვისაც აქვს შესაძლებლობა გამოხატოს ეს სწრაფვა, შეუძლია არც კი უნდოდეს ეს უფლებები). მაგრამ როგორც ბლოკი აღიარებს, თავის სხვა ნაშრომში “არაა სიმართლე ის, რომ ყველას ვისაც უფლებები სურს, შეუძლია გამოხატოს მათ მიმართ სწრაფვა.” რომ დავუბრუნდეთ წინა მაგალითს, ჩვილ ბავშვებს არ შეუძლიათ გამოხატონ და მოითხოვონ უფლებები, ეს ასევე არ შეუძლიათ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გონებრივი შეზღუდვები ან/და პრობლემები. მაგალითად შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც არიან დელუზიების, ჰალუცინაციების, და პარანოიის ქვეშ, შეუძლია მეტად გაუჭირდეთ მოითხოვონ თავისი ან/და პატივი სცენ სხვის უფლებებს, ზუსტად ისივე როგორც ცხოველებს. ცხოველების მსგავსად ამ ადამიანებს არ სურთ წამების განცდა. თუმცა ბლოკის აზრით, ჩვილ ბავშვებს, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს აქვთ უფლებები, ცხოველებს კი არა.

ამ აზრში ბლოკი არაა ერთადერთი, ცხადია, რომ გრძნობიერების მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც არავისთვის მიუყენებიათ ზიანი, მიუხედავად მათი მორალის და გამოხატვის უნარისა, აქვთ სრული უფლება არ გახდნენ წამების მსხვერპლნი. იმისათვის, რომ ეს გავიგოთ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ როთბარდის მტკიცება: ადამიანებს აქვთ საკუთრების უფლება, რადგან ადამიანები “ცვლიან თავის გარემოს სარგებლის მიღების მიზნით”. სხვა სიტყვებით, ადამიანებს აქვთ ეს უფლება რადგან მათ შეუძლიათ გამოიყენონ საკუთრება და ისურვონ სარგებელი ამ უფლებისგან, რაც არის შეუძლებელი ქვებისთვის, მდინარეებისთვის და სხვა მსგავსი “პირებისთვის”. ირონიულად, როთბარდი უარყოფდა ცხოველთა უფლებებს, და მან ვერ გაანალიზა თუ რას გულისხმობდა მისივე ლოგიკა. და ამ არგუმენტს ჰქონდა კარგი ლოგიკა. ჩვენ გვაქვს კარგი მიზეზი დავიჯეროთ, რომ არსებამ უნდა მიიღოს ნეგატიური უფლება, როდესაც არსებას სურს და ის ხედავსპირდაპირ სარგებელს დაცვისგან, რომელიც ამ ნეგატიური უფლებით არის გათვალისწინებული.

როდესაც ჩვენ ვიყენებთ როთბარდის არგუმენტის ლოგიკას, განვსაზღვროთ ცხოველების წამების მორალურობა, ჩვენ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ უდანაშაულო ცხოველების წამება არღვევს მათ ნეგატიურ უფლებებს. ეს დასკვნა კი მიგვიყვანს ბლოკის ცხოველების უფლებების თეორიის ბოლო პრობლემასთან: მისი თეორია სრულად უგულებელყოფს გრძნობიერების მნიშვნელობას. რადგან გრძნობიერების მქონე არსებას შეუძლია იგრძნოს ტკივილი, ნათელი უნდა იყოს, რომ ყველა მსგავსი ცხოველის ინტერესში შედის ამ წამების არიდება, რომ გამოვიყენოთ ისეთი ტერმინოლოგია, რომელსაც როთბარდის მიმდევრები დააფასებენ, გრძნობიერების მქონე არსებებისთვის სრულიად “ბუნებრივია”, მათი წამების მიმართ ბუნებრივი ზიზღის გათვალისწინებით, ჰქონდეთ ნეგატიური უფლება არ გახდნენ წამების მსხვერპლნი. ის, რომ, გონებრივი პრობლემების და შეზღუდვების მქონე ადამიანები, ჩვილ ბავშვები, და კი, ასევე ცხოველები, ვერ გამოხატავენ და მოითხოვენ უფლებებს – უმნიშვნელოა. მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ყველას აქვს ტკივილის განცდის უნარი არსებები, და სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, მათ არ სურთ წამების და ტკივილის განცდა. და თუ ეს სურვილი ითხოვს პატივისცემას როდესაც ის მოდის ადამიანებისგან, მაშინ ის ასევე, ითხოვს პატივისცემას როდესაც ის მოდის ცხოველებისგან.

დასკვნა

ბლოკის მიხედვით, კანონის ერთადერთი მოვალეობაა დაარეგულიროს ურთიერთკავშირი ადამიანებს შორის, რაც გულისხმობს, რომ ცხოველების მოპყრობის საკითხი კერძოდ უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ბლოკს აქვს სრული უფლება თავისი წარმოდგენა დაიცვას, თუმცა ასევე ჩვენც გვაქვს იმის უფლება, რომ დავგმოთ მისი არასწორი და ამავე დროს არალოგიკური წარმოდგენა ცხოველების წამებაზე. რადგან მისი არგუმენტი აზვიადებს გამოხატვის შესაძლებლობის მნიშვნელობას და ამავე დროს უგულებელყოფს სუბიექტის ტკივილის განცდის შესაძლებლობას, ნებისმიერი ლეგალური სისტემა რომელიც ამართლებს თავდასხმას, წამებას და ზიანის მიყენებას უდანაშაულო და გრძნობიერების მქონე ცხოველზე, ყოველთვის გაუმართლებელი იქნება

Anarchy and Democracy
Fighting Fascism
Markets Not Capitalism
The Anatomy of Escape
Organization Theory