თავისუფლებას არ აინტერესებს ნაციონალური ინტერესები, თავისუფლებას აინტერესებს თითოეული ინდივიდის პირადითავისუფლება, იცხოვროს თავისი ცხოვრება ისე, როგორც მას სურს თუის არ ვნებს სხვა ინდივიდის თავისუფლებას, ამაში ასევე შედისგადაადგილების თავისუფლება, ინდივიდს შეუძლია იმოგზაუროს იქ, სადაც მისთვის კარი ღიაა და ის არის დაპატიჟებული.
ყველას აქვს გადაადგილების უფლება
თავისუფალი გადაადგილების იდეა აშკარაა: ის ვრცელდება ყველაზე, არა მხოლოდ ამერიკელებზე, “მოქალაქეებზე”, არა მხოლოდადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოს “ნებართვა”, არამედყველას აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება. მათ აქვთსაკუთრების ქონის, ყიდვა/გაყიდვის, გაქირავების უფლება, მუშაობისუფლება, და დამოუკიდებლად თავის რჩენის უფლება. მათ აქვთუფლება მშვიდობიანად იმოძრაონ ყველაგან და ყოველთვის, თუისინი ამით არ არღვევენ სხვა ინდივიდის თავისუფლებას. ეს ნიშნავსთავისუფალ იმიგრაციას და ღია საზღვრებს, ასევე უდოკუმენტოემიგრანტების შეწყალებას. თუ საკუთრების მფლობელი აქირავებსთავის ბინას ემიგრანტებზე, მათ აქვთ ყველანაირი უფლება იცხოვრონიქ, იმის მიუხედავათ თუ საიდან წამოსულები არიან ეს ემიგრანტები. თუ ემიგრანტი ყიდულობს მიწას, მას აქვს უფლება იცხოვროს იქ. თუმეგობარი მას პატიჟებს თავის საცხოვრებელში, მას ყველანაირიუფლება აქვს თავისი მეგობრის სახლში დარჩნენ, მანამ მეგობარი მასამის უფლებას მისცემს.
ერები არაფერ შუაშია ამასთან, არც სახელმწიფო, ლოკალურიმთავრობები , მეზობლები და გარე ადამიანები, არც საზღვრისკონტროლის ფეტიშისტები არიან რამით დაკავშირებული ამასთან. თუ ადამიანს არ უნდა ემიგრანტები თავის სახლში მას აქვს სრულ უფლებაარ შემოუშვას ისინი, მაგრამ მას არ აქვს უფლება უკარნახოს სხვაადამიანს ვინ უნდა შემოუშვან და ვინ არა საკუთარ სახლში. ამიტომ ამდაინტერესებული მეზობლის ცრურწმენა მხოლოდ მის კერძოსაკუთრებაზე ვრცელდება და არა მისი მეზობლის საკუთრებაზე.
“Libertarian Realist” ბლოგზე, წარმოითქვა აზრი რომ მათ პრობლემააქვთ შელდონ რიჩმანის თავისუფალი გადაადგილების დაცვასთან. აღნიშნული ბლოგ პოსტი სოფიზმის შესანიშნავი მაგალითია, ის იწყებავრცელი შეტევით შელდონს ციტატაზე: “ყველას აქვს თავისუფლადგადაადგილებას და დასახლების უფლება”
ისინი ამბობენ, რომ თავისუფალ საზოგადოებაში, ქონების პატრონებსაქვთ უფლება გააგდონ ყველა არასასურველი ადამიანი, ამიტომ ეგეთიუფლება არ შეიძლება არსებობდეს, როგორც ჩანს, მათ ყურადღება არმიაქციეს შელდონის ციტატას სრულად, სადაც ის გარკვევით ამბობსრომ “ყველას აქვს თავისუფლად გადაადგილების და დასახლებისუფლება ….. თუ ისინი არ არღვევენ სხვა ადმიანის უფლება, თავისუფლებას და საკუთრებას”. შესაძლოა მათ გამიზნულადგადაწყვიტეს ამის იგნორირება, იმ იმედით, რომ არავინ შეამჩნევდაციტატის ამოგლეჯვას. რა თქმა უნდა, ყველას აქვს სრული უფლებადახუროს თავისი კარი და არ შემოუშვას არასასურველი ადამიანებითავის საკუთრებაზე, მაგრამ ეს უფლება აქვთ პირადად მათ და არა მათმეზობლებს და სხვა ადამიანებს.
ნაციის ინტერესები უმნიშვნელოა
როგორც სახელმწიფო საზღვრების მომხრეების და ნაციონალისტებისუმეტესობა “ლიბერტარიანელი რეალისტი”-ს არ აინტერესებს რასგულისხმობს ლიბერტარიანული პრინციპები, მათ მხოლოდაინტერესებს მოძებნონ რაციონალიზაციაა, რათა გაამართლონ თავისიწინააღმდეგობა თავისუფალი გადაადგილების უფლებასთან, თითქოსამას, რაღაც კავშირი აქვს თავისუფლებასთან და მეზობელს აქვსუფლება უკარნახოს სხვა ადმიანს ვინ შემოუშვას თუ არ შემოუშვესთავის კერძო საკუთრებაზე, რაც აბსურდულია და ანტილიბერტარიანული. მათ მიაჩნიათ რომ ეს ციტატა არის ამის კარგიმტკიცება: “თავისუფალი გადაადგილების მომხრელიბერტარიანელები არიან უბრალო მორალური პურისტები, და მათიკრედოა ეგალიტარიანისტული ჰუმანიზმი”
სიმართლე რომ ვთქვა ეს არც იმდენად არასწორია, მაგრამ ამისალტერნატივაა მორალური გარყვნა და ანტი ჰუმანიზმი, ან კიდამპყრობის და დამორჩილების ეთიკა, ანუ კარნახი სხვაადამიანისთვის ვინ შემოუშვას თუ არ შემოუშვეს თავის საკუთრებაზე, ეს კი უპირისპირდება ლიბერტარიანიზმს. მათ აგრეთვე აქვთპრობლემა, რადგან ლიბერტარიანელებს ჯერათ: “მათ მიაჩნიათ, რომმორალურად გაუმართლებელია ქვეყნის ნაციონალისტურიემიგრაციის პოლიტიკა”
რა თქმა უნდა, ჩვენ, ლიბერტარიანელები, ვთვლით რომ ესმორალურად გაუმართლებელია რაღაც კოლექტივის “თვითინტერესები” რომელიც ფეხქვეშ თელავს ინდივიდის უფლებას, ამშემთხვევაში უფლება შემოუშვეს თავის საკუთრებაზე ის ვინც მას უნდა. მხოლოდ ადამინებს აქვთ თვით ინტერესი, რომელიც მნიშვნელოვანია, ერებს კი არა აქვთ. ეგეთი ტიპის ნაციონალური ინტერსი არისტოქსიკური იდენტურობა, რომლეიც მხოლოდ გამოიყენება დაემსახურება სახელმწიფო ძალადობის და კონფლიქტების შექმნას სხვაერებთან.
ერები, ნაციები, ეთნოსები, არ არინ რაციონალური ადამიანები, ისინიარ არინ თავისუფლად გაერთიანებული და ნებაყოფლობითიკონტრაქტებით დაკავშირებული ადამიანები, ეროვნებაში არააარჩევანი, არამედ ის ჩამოყალიბებულია ძალადობრივიკოლექტივიზმით, ერების “ინტერესები” პირდაპირ და ნათლადეწინააღმდეგება თითოეული ადამიანის პირად ინდივიდუალისტურინტერესებს. ყველა ვინც ერთგული ინდივიდუალისტურითავისუფლების მიმართ, უნდა კარგად ესმოდეს რომ ერის“ინტერესები” არ იმსახურებენ აღიარებას, რადგან ერის ან სხვა არანებაყოფლობითი კოლექტივისტური ჯგუფის ინტერესებიყოველთთვის გათელავს ინდივიდის ინტერესს და მის თავისუფლებას.